https://sputnik-georgia.com/20230727/---------280443600.html
შემაშფოთებელია - კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა
შემაშფოთებელია - კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T22:34+0400
2023-07-27T22:34+0400
2023-07-27T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_0:101:2048:1254_1920x0_80_0_0_8bb7c61f12c24922d57dc24a4d0f089d.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მონაწილეობა შემაშფოთებელი ფაქტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან არიან კავშირში. აშშ-ის საელჩომ ამ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო მარგველაშვილმა - სიცრუე და პროპაგანდა.როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, აღნიშნა კალაძემ.„ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება მარგველაშვილს, რომელიც ასევე ფიგურირებს აღნიშნულ დოკუმენტებში, კალაძის თქმით, სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი პოზიციის დაფიქსირების სანაცვლოდ ფულს იღებს.„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კალაძემ.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.პრეტენზიებით სხვას მიმართონ - ვოლსკიმ აშშ-ის საელჩოს და მარგველაშვილს უპასუხა>>დოკუმენტის მიხედვით, მიღებულ იქნა ზომები საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების ორგანიზებისთვის მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის მიეღწიათ. საკონტაქტო პირის სახით დოკუმენტებში მითითებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.უფრო ადრე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცნობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს. ამასთან, ევან ელიოტი დეპარტამენტის დოკუმენტებში ფიგურირებს ასევე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.სხვა დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.პარლამენტის თავმჯდომარე: მარგველაშვილის „ნაცმოძრაობასთან" კავშირი დადასტურდა >>აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიების საქმიანობა შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".„რადიკალურ ოპოზიციას" აქვს დასამალი - დეპუტატი აშშ-ის მონაცემებზე სააკაშვილის შესახებ>>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016514_231:82:1939:1363_1920x0_80_0_0_0499f2335c39d0ee347443e8d9ee18e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , კახა კალაძე
შემაშფოთებელია - კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მონაწილეობა შემაშფოთებელი ფაქტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან არიან კავშირში. აშშ-ის საელჩომ ამ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო მარგველაშვილმა - სიცრუე და პროპაგანდა.
„შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა?“ - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, აღნიშნა კალაძემ.
„ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მარგველაშვილს, რომელიც ასევე ფიგურირებს აღნიშნულ დოკუმენტებში, კალაძის თქმით, სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი პოზიციის დაფიქსირების სანაცვლოდ ფულს იღებს.
„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, მიღებულ იქნა ზომები საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების ორგანიზებისთვის მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის მიეღწიათ. საკონტაქტო პირის სახით დოკუმენტებში მითითებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.
უფრო ადრე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცნობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს. ამასთან, ევან ელიოტი დეპარტამენტის დოკუმენტებში ფიგურირებს ასევე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.
სხვა დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიების საქმიანობა შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია, მათ შორის, შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.