https://sputnik-georgia.com/20230727/------------280378224.html
საქმე სანქციებშია - რატომ არ მიიღო საქართველომ თვითმფრინავი „აქტობეს“ ფეხბურთელებით ბორტზე
საქმე სანქციებშია - რატომ არ მიიღო საქართველომ თვითმფრინავი „აქტობეს“ ფეხბურთელებით ბორტზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია, რომელიც თავდაპირველად აპირებდა ყაზახური საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციის ჩამოყვანას უეფას კონფერენს ლიგის მეორე... 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T00:06+0400
2023-07-27T00:06+0400
2023-07-27T00:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
სპორტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280371504_0:125:672:503_1920x0_80_0_0_3d3990df82037560dab6e5387487f313.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია, რომელიც თავდაპირველად აპირებდა ყაზახური საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციის ჩამოყვანას უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოს „ტორპედოსთან“, ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.ყაზახი ფეხბურთელები საქართველოში ჩამოფრენას ოთხშაბათს ჩარტერული რეისით აპირებდნენ, მაგრამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ თვითმფრინავს ქუთაისში დაშვებაზე უარი უთხრა. მატჩი ქუთაისში 27 ივლისს უნდა გაიმართოს.სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახი ფეხბურთელების ჩამოსაყვანად საქართველოს მიმართულებით რეისს განახორციელებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines. თვითმფრინავი ქუთაისში ადგილობრივი დროით 08:45 საათზე დაეშვება.იმავდროულად, საფეხბურთო კლუბში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ფრენა საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციასთან ერთად იყო შეთანხმებული ყველა უფლებამოსილ სტრუქტურებთან მთელ მარშრუტზე, ხოლო დოკუმენტები თვითმფრინავის ტიპისა და ბორტის ნომრით, რეისის ნომრით, თვითმფრინავის ავიაკომპანიის კუთვნილების შესახებ ქართულ მხარეს დროულად გაეგზავნა.კონფერენს ლიგაში თამაშობს 32 გუნდი, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ადგილს ვერავინ იღებს. ჯგუფში საკვალიფიკაციო ტურიდან 22 კლუბი მოხვდება, კიდევ 10 მონაწილე ევროპა ლიგის პლეი ოფიდან გავარდნილი გუნდები იქნებიან. მონაწილეები დაიყოფა რვა ჯგუფად, თითოეულში ოთხი კლუბი მოხვდება.საქართველო და საერთაშორისო სანქციებიუკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280371504_0:62:672:566_1920x0_80_0_0_55a1e1d1f6876211479f2820fcd9d4b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, სპორტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, სპორტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ავიაკომპანია, რომელიც თავდაპირველად აპირებდა ყაზახური საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციის ჩამოყვანას უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოს „ტორპედოსთან“, ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
ყაზახი ფეხბურთელები საქართველოში ჩამოფრენას ოთხშაბათს ჩარტერული რეისით აპირებდნენ, მაგრამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ თვითმფრინავს ქუთაისში დაშვებაზე უარი უთხრა. მატჩი ქუთაისში 27 ივლისს უნდა გაიმართოს.
„თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახი ფეხბურთელების ჩამოსაყვანად საქართველოს მიმართულებით რეისს განახორციელებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines. თვითმფრინავი ქუთაისში ადგილობრივი დროით 08:45 საათზე დაეშვება.
იმავდროულად, საფეხბურთო კლუბში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ფრენა საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციასთან ერთად იყო შეთანხმებული ყველა უფლებამოსილ სტრუქტურებთან მთელ მარშრუტზე, ხოლო დოკუმენტები თვითმფრინავის ტიპისა და ბორტის ნომრით, რეისის ნომრით, თვითმფრინავის ავიაკომპანიის კუთვნილების შესახებ ქართულ მხარეს დროულად გაეგზავნა.
კონფერენს ლიგაში თამაშობს 32 გუნდი, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ადგილს ვერავინ იღებს. ჯგუფში საკვალიფიკაციო ტურიდან 22 კლუბი მოხვდება, კიდევ 10 მონაწილე ევროპა ლიგის პლეი ოფიდან გავარდნილი გუნდები იქნებიან. მონაწილეები დაიყოფა რვა ჯგუფად, თითოეულში ოთხი კლუბი მოხვდება.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.