მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაადეთ ვეტო: უნგრული პარტია ნატოს გაფართოების წინააღმდეგია

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. უნგრეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და ამასთან მოუწოდებს ეროვნულ კრებას, ვეტო დაადოს ალიანსის გაფართოებას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ლასლო ტოროცკაიმ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ ცალსახად უარვყოფთ ნატოს გაფართოებას, ამიტომ წინააღმდეგ მივცემთ ხმას, ისევე, როგორც ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგ მივეცით ხმა“, — განაცხადა ტოროცკაიმ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შვედი პოლიტიკოსების მოქმედებამ კი არ გამოიწვია, არამედ „მსოფლიო პოლიტიკურმა ვითარებამ“.
როგორც ტოროცკაიმ აღნიშნა, ამჟამად ერთადერთი პარტია უნგრეთის პარლამენტში, რომელიც „მონურად არ ასრულებს ევროატლანტიკოსების ბრძანებებს“, მხოლოდ მისი პარტია „ჩვენი სამშობლოა“.
„ამიტომ არის სერიოზული შანსი იმისა, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ჩვენი ფრაქცია მისცემს ხმას წინააღმდეგ“, — თქვა მან.
უნგრეთის პარლამენტმა 27 მარტს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ფინეთის ნატოში წევრობის რატიფიცირებას. უნგრეთის პარლამენტის მმართველი ფრაქციის ლიდერის მატე კოჩიშის განცხადებით, გადაწყვეტილება შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე მოგვიანებით იქნება მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0