https://sputnik-georgia.com/20230726/sedan-wilazis-ispahanuri-tavgadasavali-280353796.html
ღვინის სმაში კისერმოგრეხილი შაჰი: შედან ჭილაძის ისპაჰანური თავგადასავალი
ღვინის სმაში კისერმოგრეხილი შაჰი: შედან ჭილაძის ისპაჰანური თავგადასავალი
Sputnik საქართველო
1629 წელს სპარსეთის შაჰ აბას პირველის სიკვდილის შემდეგ ტახტი შაჰ სეფიმ დაიკავა. იმ დროს ისპაჰანში უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ საქართველო კი დაიმორჩილეს... 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T15:47+0400
2023-07-26T15:47+0400
2023-07-26T20:19+0400
წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23420/20/234202079_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_5e58237a93ba3f18d12cfab2459f2293.jpg
1629 წელს სპარსეთის შაჰ აბას პირველის სიკვდილის შემდეგ ტახტი შაჰ სეფიმ დაიკავა. იმ დროს ისპაჰანში უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ საქართველო კი დაიმორჩილეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს.ვერც გაანადგურებდნენ, რადგან ოსმალეთთან და დიდ მოგოლთა იმპერიასთან მრავალწლიან ომებში ჩართულ სპარსეთს საქართველოზე ლაშქრობის მოსაწყობად ძალა აღარ შესწევდა. და ქართველი მეფე-მთავრები ოსმალთა მხარეზე რომ არ გადასულიყვნენ, სპარსეთის ახალი მბრძანებელი ქართველებს დაუტკბა.უფრო მეტიც, არა მარტო დაუტკბა, არამედ დაუმოყვრდა კიდეც. ჯერ კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ქალიშვილი თინათინი შეირთო ცოლად, მერე გურიელის ქალი ელენე, ბოლოს კი სამცხის ათაბაგის ქალიშვილი წაიყვანა ისპაჰანში.იმ დროს სამეგრელოს მთავარ დადიანს კარზე ჰყოლია სახელგანთქმული თამადა შედან ჭილაძე; იმდენად სახელგანთქმული, რომ, როგორც იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერდა თავის „სამეგრელოს აღწერაში“ (Relatione della Colchide hoggi detta Mengrellia), „მისი ქება თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის ყურამდიც მივიდა“.შაჰს კაცი გამოუგზავნია დადიანისთვის და შემოუთვლია, გავიგე, შენს სამთავროში ასეთი გამოჩენილი მსმელი გყოლია და გამომიგზავნეო. მთავარმაც შედან ჭილაძე დაუყოვნებლივ აახლა მაყრად ათაბაგის ასულს სპარსეთში.დიდი პატივით დახვდა შაჰი ახალგაზრდა საცოლესა და განთქმულ თამადას. მართალია, სპარსეთში სასტიკად იყო აკრძალული ღვინის სმა და მკრეხელებს სასტიკადაც სჯიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ რიგით სპარსელებზე ვრცელდებოდა, შაჰსა და მის დიდებულებს კი ბუზს ვინ აუფრენდა. ამიტომ ქორწილის გამო უამრავი წვეულება იმართებოდა, რომლებზეც მუდამ პატიჟობდნენ შედან ჭილაძეს.იქაც უსახელებია თავი ქართველ თამადას, ყველას სჯობნიდა, თურმე, სმაში და, როგორც ლამბერტი წერს, ამის გამო მუდამ ჯილდოს იღებდა: ხან ნაჭედი ოქროთი გაწყობილ უნაგირს, ხან სიასამურის ტყავის სარჩულიან მდიდრულ კაბას, ხან ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკულ თოფს თუ სხვას. შაჰი უხვად ასაჩუქრებდა ხოლმე შედანს.ბოლოს, როცა ქართველი თამადა ვერა და ვერ დასდეს ბეჭზე, ვერაფრით მოუგრიხეს კისერი, თავად შაჰმა გადაწყვიტა ღვინის სმაში გაჯიბრებოდა შედან ჭილაძეს.პაექრობა რამდენიმე დღე გაგრძელებულა. შედანის დამარცხების სურვილით შეპყრობილ შაჰ სეფის იქამდე უსვამს, ვიდრე არ დასნეულდა და სული არ განუტევაო, წერს ლამბერტი.შედან ჭილაძე კი, საჩუქრებით გამდიდრებული, სამშობლოში ჯანმრთელი და საღსალამათი დაბრუნებულა...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23420/20/234202079_84:0:1416:999_1920x0_80_0_0_8e44b08c10a60da03546d8f247f18632.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
1629 წელს სპარსეთის შაჰ აბას პირველის სიკვდილის შემდეგ ტახტი შაჰ სეფიმ დაიკავა. იმ დროს ისპაჰანში უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ საქართველო კი დაიმორჩილეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს.
ვერც გაანადგურებდნენ, რადგან ოსმალეთთან და დიდ მოგოლთა იმპერიასთან მრავალწლიან ომებში ჩართულ სპარსეთს საქართველოზე ლაშქრობის მოსაწყობად ძალა აღარ შესწევდა. და ქართველი მეფე-მთავრები ოსმალთა მხარეზე რომ არ გადასულიყვნენ, სპარსეთის ახალი მბრძანებელი ქართველებს დაუტკბა.
უფრო მეტიც, არა მარტო დაუტკბა, არამედ დაუმოყვრდა კიდეც. ჯერ კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ქალიშვილი თინათინი შეირთო ცოლად, მერე გურიელის ქალი ელენე, ბოლოს კი სამცხის ათაბაგის ქალიშვილი წაიყვანა ისპაჰანში.
იმ დროს სამეგრელოს მთავარ დადიანს კარზე ჰყოლია სახელგანთქმული თამადა შედან ჭილაძე; იმდენად სახელგანთქმული, რომ, როგორც იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერდა თავის „სამეგრელოს აღწერაში“ (Relatione della Colchide hoggi detta Mengrellia), „მისი ქება თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის ყურამდიც მივიდა“.
შაჰს კაცი გამოუგზავნია დადიანისთვის და შემოუთვლია, გავიგე, შენს სამთავროში ასეთი გამოჩენილი მსმელი გყოლია და გამომიგზავნეო. მთავარმაც შედან ჭილაძე დაუყოვნებლივ აახლა მაყრად ათაბაგის ასულს სპარსეთში.
დიდი პატივით დახვდა შაჰი ახალგაზრდა საცოლესა და განთქმულ თამადას. მართალია, სპარსეთში სასტიკად იყო აკრძალული ღვინის სმა და მკრეხელებს სასტიკადაც სჯიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ რიგით სპარსელებზე ვრცელდებოდა, შაჰსა და მის დიდებულებს კი ბუზს ვინ აუფრენდა. ამიტომ ქორწილის გამო უამრავი წვეულება იმართებოდა, რომლებზეც მუდამ პატიჟობდნენ შედან ჭილაძეს.
იქაც უსახელებია თავი ქართველ თამადას, ყველას სჯობნიდა, თურმე, სმაში და, როგორც ლამბერტი წერს, ამის გამო მუდამ ჯილდოს იღებდა: ხან ნაჭედი ოქროთი გაწყობილ უნაგირს, ხან სიასამურის ტყავის სარჩულიან მდიდრულ კაბას, ხან ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკულ თოფს თუ სხვას. შაჰი უხვად ასაჩუქრებდა ხოლმე შედანს.
ბოლოს, როცა ქართველი თამადა ვერა და ვერ დასდეს ბეჭზე, ვერაფრით მოუგრიხეს კისერი, თავად შაჰმა გადაწყვიტა ღვინის სმაში გაჯიბრებოდა შედან ჭილაძეს.
პაექრობა რამდენიმე დღე გაგრძელებულა. შედანის დამარცხების სურვილით შეპყრობილ შაჰ სეფის იქამდე უსვამს, ვიდრე არ დასნეულდა და სული არ განუტევაო, წერს ლამბერტი.
შედან ჭილაძე კი, საჩუქრებით გამდიდრებული, სამშობლოში ჯანმრთელი და საღსალამათი დაბრუნებულა...