https://sputnik-georgia.com/20230726/sami-produqti-daklebuli-kilogramebi-280333805.html
სამი პროდუქტი, ოპტიმალური დრო და დაკლებული კილოგრამები
სამი პროდუქტი, ოპტიმალური დრო და დაკლებული კილოგრამები
Sputnik საქართველო
არის სამი პროდუქტი, რომლებიც ადვილად აკმაყოფილებენ ადამიანის ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოთხოვნილებას. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T13:05+0400
2023-07-26T13:05+0400
2023-07-26T18:42+0400
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/43/230414366_0:3:1025:579_1920x0_80_0_0_c4c9ef997e0202cd4edf89646edb6dca.jpg
ხანდახან ამ სამ პროდუქტს ცალ-ცალკე იყენებენ და ამით დიეტას ძალიან ამკაცრებენ. ხოლო თუ ამ პროდუქტებს ერთად გამოიყენებთ, მიიღებთ კარგად დაბალანსებულ მენიუს. ამ პროდუქტებიდან ნებისმიერი კარგი საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ნაწლავების გასასუფთავებლად. სწრაფი დიეტის პლუსები: მინუსებიდან შეიძლება აღინიშნოს ის, რომ წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა მძიმედ „მიდის", ჯობს ვაშლთან ერთად მიიღოთ. და კიდევ – ვისაც არ უყვარს ეს სამი პროდუქტი, ბევრს მალე სწყინდება ეს დიეტა. მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>> ერთი დღის მენიუ მაგალითისთვის დღის განმავლობაში შეიძლება შეუზღუდავად მიიღოთ უშაქრო ჩაი და წყალი (სასურველია მინერალური). სამ დღეში ერთხელ მენიუში უნდა ჩართოთ 300 გრამი ნებისმიერი ბოსტნეული (სასურველია უმი სახით), რომელიც სახამებელს არ შეიცავს. ისინი უნდა მიიღოთ სადილსა და ვახშამს შორის შუალედში. ეს საჭიროა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მარაგის მისაღებად. 1 კგ ვაშლი დღეში საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ორგანიზმიდან იმ დაგროვებული „ნაგვის" გამოტანა, რომელიც ორგანიზმს საკმარისად უმატებს წონას. ვაშლისგან შეიძლება პიურეს მომზადება და ხაჭოსთან ერთად მიღება. ხაჭო უმჯობესია უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი (მაქსიმუმ 4%) შეარჩიოთ. ამ დიეტის დროს იღებთ ნაკლები რაოდენობის ცხიმს და ასეთ დროს წვავთ საკუთარ ცხიმებს.
https://sputnik-georgia.com/20180810/dieta-stresi-Tu-Wamaze-uaris-Tqma-241664390.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23041/43/230414366_0:0:911:683_1920x0_80_0_0_b240a4f071e6334629966a1344fff2a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება
სამი პროდუქტი, ოპტიმალური დრო და დაკლებული კილოგრამები
13:05 26.07.2023 (განახლებულია: 18:42 26.07.2023) არის სამი პროდუქტი, რომლებიც ადვილად აკმაყოფილებენ ადამიანის ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოთხოვნილებას.
ხანდახან ამ სამ პროდუქტს ცალ-ცალკე იყენებენ და ამით დიეტას ძალიან ამკაცრებენ. ხოლო თუ ამ პროდუქტებს ერთად გამოიყენებთ, მიიღებთ კარგად დაბალანსებულ მენიუს.
ეს სამი პროდუქტია შვრია, ხაჭო და ვაშლი.
ამ პროდუქტებიდან ნებისმიერი კარგი საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ნაწლავების გასასუფთავებლად.
წონის დაკლება მოკლე დროში (წელის გარშემოწერილობის შემცირება საგრძნობია უკვე მეხუთე დღეს) სუფთა და ჯანსაღი სახის კანი უკვე მესამე დღეს საკვების მომზადებაზე იხარჯება მინიმალური დრო იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტები არ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა და კუჭის სიმსუბუქის შეგრძნება გაქვთ. მინუსებიდან შეიძლება აღინიშნოს ის, რომ წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა მძიმედ „მიდის", ჯობს ვაშლთან ერთად მიიღოთ. და კიდევ – ვისაც არ უყვარს ეს სამი პროდუქტი, ბევრს მალე სწყინდება ეს დიეტა.
ერთი დღის მენიუ მაგალითისთვის
საუზმე - ერთი თეფში შვრიის ფაფა და 2 ვაშლი
სადილი - შვრიის ფაფა თაფლით, 100 გრამი ხაჭო, 3 ვაშლი
ვახშამი - ხაჭო 200 გრამი და 2 ვაშლი
დღის განმავლობაში შეიძლება შეუზღუდავად მიიღოთ უშაქრო ჩაი და წყალი (სასურველია მინერალური).
სამ დღეში ერთხელ მენიუში უნდა ჩართოთ 300 გრამი ნებისმიერი ბოსტნეული (სასურველია უმი სახით), რომელიც სახამებელს არ შეიცავს. ისინი უნდა მიიღოთ სადილსა და ვახშამს შორის შუალედში. ეს საჭიროა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მარაგის მისაღებად.
1 კგ ვაშლი დღეში საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ორგანიზმიდან იმ დაგროვებული „ნაგვის" გამოტანა, რომელიც ორგანიზმს საკმარისად უმატებს წონას. ვაშლისგან შეიძლება პიურეს მომზადება და ხაჭოსთან ერთად მიღება.
ხაჭო უმჯობესია უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი (მაქსიმუმ 4%) შეარჩიოთ.
ამ დიეტის დროს იღებთ ნაკლები რაოდენობის ცხიმს და ასეთ დროს წვავთ საკუთარ ცხიმებს.