https://sputnik-georgia.com/20230726/rusuli-eklesia-ukrainasi-280352814.html
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ მხარს უჭერს კანონიკური ეკლესიის დევნას
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ მხარს უჭერს კანონიკური ეკლესიის დევნას
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ გმობს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ კანონიკურ... 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T15:24+0400
2023-07-26T15:24+0400
2023-07-26T20:13+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251504301_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_206113a74a7a0e4c1759bc188ef3a5f4.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ გმობს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ კანონიკურ ეკლესიას დევნის, რითაც ცხადყოფს, რომ მხარს უჭერს კიევს ამ საქმეში, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.რუსული საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა „კვლავაც არ შედის გაეროს და სხვა პროფილური ორგანიზაციების პრიორიტეტებში“, ხოლო დიპლომატიური უწყების მიმართვის საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციები „ფორმალური პასუხებით შემოიფარგლებიან“.რუსული მხარის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული კანონიკური ეკლესიის დევნის უდიდესი ტალღა მოაწყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში.რუსეთთან მის კავშირზე მითითებით უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება კანონიკური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, ხოლო ქვეყნის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი აკრძალვის შესახებ.უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა კანონიკური ეკლესიის ზოგ სასულიერო პირს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ზოგი სასულიერო პირის წინააღმდეგ. ამასთან ჩაატარა კონტრდაზვერვითი საქმიანობაც — ეპისკოპოსებისა და მღვდლების, ასევე ეკლესიებისა და მონასტრების ჩხრეკა — ანტიუკრაინული საქმიანობის მტკიცებულებების მოსაძებნად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251504301_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e9e14a3463913d245dba020d121ce1f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ მხარს უჭერს კანონიკური ეკლესიის დევნას
15:24 26.07.2023 (განახლებულია: 20:13 26.07.2023) თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ გმობს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ კანონიკურ ეკლესიას დევნის, რითაც ცხადყოფს, რომ მხარს უჭერს კიევს ამ საქმეში, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„უკრაინაში მართლმადიდებელი მორწმუნეების დევნის პერიოდში [აშშ-ს] არ გაუკრიტიკებია ზელენსკის დამანგრეველი საეკლესიო პოლიტიკა. ამით, როგორც ჩანს, ნათლად გვანიშნებს, რომ იწონებს თავისი სამეურვეოს უკანონო მოქმედებას“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში.
რუსული საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის პრობლემა „კვლავაც არ შედის გაეროს და სხვა პროფილური ორგანიზაციების პრიორიტეტებში“, ხოლო დიპლომატიური უწყების მიმართვის საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციები „ფორმალური პასუხებით შემოიფარგლებიან“.
„არ არსებობს ადეკვატური პასუხი კიევის მმართველი რეჟიმის ანტიმართლმადიდებლურ პოლიტიკაზე, კანონიკური ეკლესიის უძრავი ქონებისა და საკუთრების ჩამორთმევის მრავალრიცხოვან ფაქტებზე, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მიმართ თვითნებობისა და ძალადობის ფაქტებზე“, — ხაზს უსვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსული მხარის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული კანონიკური ეკლესიის დევნის უდიდესი ტალღა მოაწყო ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
რუსეთთან მის კავშირზე მითითებით უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება კანონიკური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ, ხოლო ქვეყნის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი აკრძალვის შესახებ.
უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა კანონიკური ეკლესიის ზოგ სასულიერო პირს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ზოგი სასულიერო პირის წინააღმდეგ. ამასთან ჩაატარა კონტრდაზვერვითი საქმიანობაც — ეპისკოპოსებისა და მღვდლების, ასევე ეკლესიებისა და მონასტრების ჩხრეკა — ანტიუკრაინული საქმიანობის მტკიცებულებების მოსაძებნად.