https://sputnik-georgia.com/20230726/----280362354.html
ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა
ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის კოლეგებმა გაავრცელეს. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T18:21+0400
2023-07-26T18:21+0400
2023-07-26T21:38+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280360136_0:0:960:540_1920x0_80_0_0_a6b452270b2b897d772e53f05f3b4d71.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის კოლეგებმა გაავრცელეს. ტრაგედია ბათუმში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაბაღუა ზღვაში საცურაოდ შევიდა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. „შენ გარეშე ბათუმი ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე. მშვიდად განისვენე, მეგობარო", – ემშვიდობებიან ფოტოგრაფს მეგობრები სოციალურ ქსელში. ანრი ტაბაღუა ვარშავაში სწავლობდა. გატაცებული იყო დოკუმენტური და ქუჩის ფოტოგრაფიით. ტაბაღუას შემოქმედება პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში. ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და იქიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას. ანრი ტაბაღუას კოლექციაში ბევრი განსაკუთრებული ფოტოა, თუმცა თავად ფოტოგრაფი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ორ ნამუშევარს – "ნისლი ბათუმში" და "წვიმიანი ბათუმი".
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280360136_107:0:960:640_1920x0_80_0_0_b7abc15e0e76bf5db3ec7462d56dc165.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა
18:21 26.07.2023 (განახლებულია: 21:38 26.07.2023) თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის კოლეგებმა გაავრცელეს.
ტრაგედია ბათუმში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაბაღუა ზღვაში საცურაოდ შევიდა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
„შენ გარეშე ბათუმი ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე. მშვიდად განისვენე, მეგობარო", – ემშვიდობებიან ფოტოგრაფს მეგობრები სოციალურ ქსელში.
ანრი ტაბაღუა ვარშავაში სწავლობდა. გატაცებული იყო დოკუმენტური და ქუჩის ფოტოგრაფიით. ტაბაღუას შემოქმედება პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში.
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და იქიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას.
ანრი ტაბაღუას კოლექციაში ბევრი განსაკუთრებული ფოტოა, თუმცა თავად ფოტოგრაფი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ორ ნამუშევარს – "ნისლი ბათუმში" და "წვიმიანი ბათუმი".