https://sputnik-georgia.com/20230726/-----280376624.html
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
Sputnik საქართველო
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T23:12+0400
2023-07-26T23:12+0400
2023-07-26T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765321_0:240:2048:1393_1920x0_80_0_0_d1a73e7dea8b0f0dd0b44f0356e4de39.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლებიც წელს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იყო აბიტურიენტების კრეატიულობის გამო, ფიზიკის გამოცდით დასრულდა.ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა.თუ წინა წლებში გამოცდები მშვიდ და ჩუმ გარემოში მიმდინარეობდა, წელს აბიტურიენტებმა საკუთარი კრეატივი წარმოაჩინეს. რაღა თქმა უნდა, ეს საგამოცდო ცენტრების ეზოების ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.გამოცდიდან გამოსულები, ზოგი სიხარულით გამორბოდა, ზოგი მხიარულ ცეკვას ასრულებდა, ზოგი კი სამხედრო მისალმებით გამოდიოდა და ამით აჩვენებდა, რომ სულ მალე ჯარში წასვლა მოუწევს.ზოგი უფრო შორს წავიდა: ისტორიის გამოცდაზე ორი ბიჭი ჩოხაში გამოწყობილი მივიდა, სხვა აბიტურიენტს თავზე რქიანი მუზარადი ეხურა, მაგრამ რომელი ისტორიული პერსონაჟის იმიტაცია იყო ეს, არ უთქვამს.ამგვარად, წელს ეროვნული გამოცდები, რომლებიც სტრესთან და დაძაბულობასთან ასოცირდება, საკმაოდ სასიამოვნო ღონისძიებად იქცა.წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით იყო აღჭურვილი.წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებდა.იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765321_184:0:2048:1398_1920x0_80_0_0_cea04637b0178c86ef9f78e4dd2ea15a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლებიც წელს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იყო აბიტურიენტების კრეატიულობის გამო, ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა.
თუ წინა წლებში გამოცდები მშვიდ და ჩუმ გარემოში მიმდინარეობდა, წელს აბიტურიენტებმა საკუთარი კრეატივი წარმოაჩინეს. რაღა თქმა უნდა, ეს საგამოცდო ცენტრების ეზოების ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
გამოცდიდან გამოსულები, ზოგი სიხარულით გამორბოდა, ზოგი მხიარულ ცეკვას ასრულებდა, ზოგი კი სამხედრო მისალმებით გამოდიოდა და ამით აჩვენებდა, რომ სულ მალე ჯარში წასვლა მოუწევს.
ზოგი უფრო შორს წავიდა: ისტორიის გამოცდაზე ორი ბიჭი ჩოხაში გამოწყობილი მივიდა, სხვა აბიტურიენტს თავზე რქიანი მუზარადი ეხურა, მაგრამ რომელი ისტორიული პერსონაჟის იმიტაცია იყო ეს, არ უთქვამს.
ამგვარად, წელს ეროვნული გამოცდები, რომლებიც სტრესთან და დაძაბულობასთან ასოცირდება, საკმაოდ სასიამოვნო ღონისძიებად იქცა.
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით იყო აღჭურვილი.
წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებდა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.