მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი

© AP Photo / Marton Monus / MTIშინეიდ ო'კონორი
შინეიდ ო'კონორი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „რია ნოვოსტი“ Irish Times-ზე დაყრდნობით.
„ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - წერს გაზეთი.
1990 წელს ო'კონორმა მიიღო „გრემის“ პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო ალბომისთვის I Do Not Want What I Haven't Got, ხოლო მისმა სიმღერამ Nothing Compares 2 U იმავე წელს გახდა საუკეთესო სიმღერა Billboard Music Awards-ის ვერსიით. მომღერალმა სულ 10 სტუდიური ალბომი გამოუშვა.
ინფორმაცია მომღერლის ნერვულ აშლილობაზე მთელი მისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩნდებოდა, მან მუსიკალური ბიზნესის დატოვების შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ო'კონორმა, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, 2016 წლის ივნისში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის მოკვლა სცადა.
ერთი თვით ადრე ის უგზო უკვლოდ დაიკარგა, როდესაც გასეირნებიდან არ დაბრუნდა. პოლიციამ ის ერთ დღეში იპოვა. გასულ წელს მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კვირით ადრე კი მისმა 17 წლის ვაჟმა ნევიიმ ნესტა ალი შეინ ო'კონორმა თავი მოიკლა.
ყველა ახალი ამბავი
0