https://sputnik-georgia.com/20230726/--------280373287.html
ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზადაა გაზარდოს რეისების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით
ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზადაა გაზარდოს რეისების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით
Sputnik საქართველო
ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T21:42+0400
2023-07-26T21:42+0400
2023-07-26T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277698509_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_a390e2a10c8bc48e9c0b8bc5b798fdfc.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზად არის გაზარდოს ფრენების რაოდენობა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ პაველ ეკჟანოვზე დაყრდნობით.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.„თუ ნებართვას მივიღებთ, მაშინ დიახ, ჩვენი ბაზებიდან მზად ვართ ვიფრინოთ. მზად ვართ განვახორციელოთ რეისები სოჭიდან, მინვოდიდან", – უპასუხა ეკჟანოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ქართული მიმართულების განვითარება.ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს.შეკითხვაზე, არის თუ არა ავიაკომპანია მზად, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყოს ფრენები, ეკჟანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.„ყველაფერი ჩვენს საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: თუ ისინი ნებართვას მოგვცემენ, თუ ქართული მხარე მოგვცემს ნებართვას, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ფრენებს“, – განაცხადა მან.Azimut-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიამ მისთვის საინტერესო მარშრუტებზე განაცხადები უკვე შეიტანა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277698509_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_762719494ebae690e65369252ff55c17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზადაა გაზარდოს რეისების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით
21:42 26.07.2023 (განახლებულია: 22:31 26.07.2023) ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზად არის გაზარდოს ფრენების რაოდენობა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ პაველ ეკჟანოვზე დაყრდნობით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
„თუ ნებართვას მივიღებთ, მაშინ დიახ, ჩვენი ბაზებიდან მზად ვართ ვიფრინოთ. მზად ვართ განვახორციელოთ რეისები სოჭიდან, მინვოდიდან", – უპასუხა ეკჟანოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ქართული მიმართულების განვითარება.
ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს.
შეკითხვაზე, არის თუ არა ავიაკომპანია მზად, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყოს ფრენები, ეკჟანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი ჩვენს საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: თუ ისინი ნებართვას მოგვცემენ, თუ ქართული მხარე მოგვცემს ნებართვას, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ფრენებს“, – განაცხადა მან.
Azimut-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიამ მისთვის საინტერესო მარშრუტებზე განაცხადები უკვე შეიტანა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.