https://sputnik-georgia.com/20230726/----------280372391.html
მცდარი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტროში ყოფილი სამხედროს ბრალდებებს უპასუხეს
მცდარი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტროში ყოფილი სამხედროს ბრალდებებს უპასუხეს
Sputnik საქართველო
ყოფილმა სამხედრომ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო. 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T21:17+0400
2023-07-26T21:17+0400
2023-07-26T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_523b9286bb1e490fecd1039169e950ac.jpg
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში იმ ინფორმაციის პასუხად, რომელიც ყოფილმა სამხედრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.ყოფილმა სამხედრომ მიხეილ ამაღლობელმა სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ უწყებამ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო.თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.„თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ქართულ ჯარში სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულთათვის არაერთი პროგრამა მოქმედებს. სამინისტრო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად აფინანსებს სამხედროების მკურნალობას და რეაბილიტაციას, ასევე ეხმარება მათ დასაქმებასა და სოციალიზაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_fb90956d29dc0db3b37a4165d59cc598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მცდარი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტროში ყოფილი სამხედროს ბრალდებებს უპასუხეს
21:17 26.07.2023 (განახლებულია: 22:28 26.07.2023) ყოფილმა სამხედრომ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო.
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში იმ ინფორმაციის პასუხად, რომელიც ყოფილმა სამხედრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყოფილმა სამხედრომ მიხეილ ამაღლობელმა სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ უწყებამ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო.
„აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართულ ჯარში სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულთათვის არაერთი პროგრამა მოქმედებს. სამინისტრო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად აფინანსებს სამხედროების მკურნალობას და რეაბილიტაციას, ასევე ეხმარება მათ დასაქმებასა და სოციალიზაციაში.