https://sputnik-georgia.com/20230725/tbilissi-binebze-fasi-izrdeba-statistika-280264429.html
თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა
თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2023 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.629 ლარს შეადგენს. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T11:32+0400
2023-07-25T11:32+0400
2023-07-25T17:25+0400
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315367_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1819358c058cb06fd4b334740ae7e8bc.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2023 წლის მეორე კვარტალში 13,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 3%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი". საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში. 2020 წლის საშუალოწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 28,8%-ით გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3,4% შეადგინა, ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ის 10,6%-ით გაიზარდა. თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები მეორე კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 16,2%-ით. „საქსტატის" კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.629 ლარს, თეთრი კარკასი – 2.875 ლარს, მწვანე კარკასი – 3.350 ლარს. 2022 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.216 ლარი, თეთრი – 2.505, მწვანე – 2.920 ლარი. ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259315367_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_d148af7292c16dc22ddf22007111ccc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა
11:32 25.07.2023 (განახლებულია: 17:25 25.07.2023) 2023 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.629 ლარს შეადგენს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2023 წლის მეორე კვარტალში 13,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასები 3%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალოწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეორე კვარტალში 28,8%-ით გაიზარდა.
"საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3,4% შეადგინა, ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ის 10,6%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 5.167 |
ვაკე | 4.404 |
კრწანისი | 3.417 |
საბურთალო | 3.397 |
ჩუღურეთი | 3.284 |
დიდუბე | 3.131 |
ნაძალადევი | 3.006 |
ისანი | 2.917 |
გლდანი | 2.891 |
სამგორი | 2.718 |
თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები მეორე კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით – 16,2%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 3.776 |
ვაკე | 3.647 |
საბურთალო | 2.811 |
დიდუბე | 2.628 |
ჩუღურეთი | 2.622 |
ისანი | 2.287 |
კრწანისი | 2.272 |
ნაძალადევი | 2.170 |
სამგორი | 2.123 |
გლდანი | 1.955 |
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.629 ლარს, თეთრი კარკასი – 2.875 ლარს, მწვანე კარკასი – 3.350 ლარს. 2022 წლის მეორე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.216 ლარი, თეთრი – 2.505, მწვანე – 2.920 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.