https://sputnik-georgia.com/20230725/qalebi-yovel-naxevar-saatsi-ertxel-unda-adgnen-skamebidan-280282673.html
ქალი ყოველ ნახევარ საათში უნდა ადგეს სკამიდან: მეცნიერთა დასკვნა
ქალი ყოველ ნახევარ საათში უნდა ადგეს სკამიდან: მეცნიერთა დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქალები პერიოდულად უნდა ადგნენ სკამიდან და გაიარ-გამოიარონ, თუ უნდათ, თავიდან აიცილონ მძიმე ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი... 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T17:42+0400
2023-07-25T17:42+0400
2023-08-03T17:39+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280282355_0:1595:2048:2747_1920x0_80_0_0_88ba54240a15050604dc12b10981fe0d.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქალები პერიოდულად უნდა ადგნენ სკამიდან და გაიარ-გამოიარონ, თუ უნდათ, თავიდან აიცილონ მძიმე ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.ლეიჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ქალები ერთ ადგილზე მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში შეიძლება ისხდნენ, მერე კი აუცილებლად უნდა გაიარონ თუნდაც მცირე დისტანცია. მით უმეტეს, თუ საუბარია პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილ ქალებზე.ბრიტანელმა სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც ქალები სამ ჯგუფად დაყვეს. ყველა მათგანი ერთნაირად იკვებებოდა იმ განსხვავებით, რომ ერთი ჯგუფის წევრები შვიდ-ნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ, მეორე ჯგუფის წევრები — ხუთი წუთით დგებოდნენ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, მესამე ჯგუფის საცდელები კი დგებოდნენ და სეირნობდნენ კიდეც.ამის შემდეგ მათ სისხლში შაქრის დონე კიდევ ერთხელ გაუზომეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებიც ნახევარ საათში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ, სისხლში გლუკოზის ოპტიმალური მაჩვენებელი ჰქონდათ.აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი კვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმაც, რომლებიც დიდხანს ჯდომასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირს სწავლობდნენ. ამ მიზნით მათ 45 წელს გადაცილებული 8 ათასი ადამიანი ჩართეს ექსპერიმენტში, რომლის დასრულების შემდეგაც დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად იმ რესპონდენტებს ემუქრებოდა, რომლებიც მინიმუმ 30 წუთში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280282355_0:768:2048:2304_1920x0_80_0_0_59ac1b22ac08a78800879ae276f5e20d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქალები პერიოდულად უნდა ადგნენ სკამიდან და გაიარ-გამოიარონ, თუ უნდათ, თავიდან აიცილონ მძიმე ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი, აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები.
ლეიჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ქალები ერთ ადგილზე მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში შეიძლება ისხდნენ, მერე კი აუცილებლად უნდა გაიარონ თუნდაც მცირე დისტანცია. მით უმეტეს, თუ საუბარია პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილ ქალებზე.
ბრიტანელმა სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც ქალები სამ ჯგუფად დაყვეს. ყველა მათგანი ერთნაირად იკვებებოდა იმ განსხვავებით, რომ ერთი ჯგუფის წევრები შვიდ-ნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ, მეორე ჯგუფის წევრები — ხუთი წუთით დგებოდნენ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, მესამე ჯგუფის საცდელები კი დგებოდნენ და სეირნობდნენ კიდეც.
ამის შემდეგ მათ სისხლში შაქრის დონე კიდევ ერთხელ გაუზომეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებიც ნახევარ საათში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ, სისხლში გლუკოზის ოპტიმალური მაჩვენებელი ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი კვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმაც, რომლებიც დიდხანს ჯდომასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირს სწავლობდნენ. ამ მიზნით მათ 45 წელს გადაცილებული 8 ათასი ადამიანი ჩართეს ექსპერიმენტში, რომლის დასრულების შემდეგაც დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად იმ რესპონდენტებს ემუქრებოდა, რომლებიც მინიმუმ 30 წუთში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ.