https://sputnik-georgia.com/20230725/iaea-zaporojies-atomuri-sadguri-280266026.html
რაფაელ გროსი: IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „უსაფრთხო“ ნაღმები იპოვა
რაფაელ გროსი: IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „უსაფრთხო“ ნაღმები იპოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშოროსო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო... 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T09:31+0400
2023-07-25T09:31+0400
2023-07-25T16:23+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1d/271751994_0:250:3161:2028_1920x0_80_0_0_5a7dec600dc1895fb61e04e373112729.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშოროსო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებაში.მისი თქმით, სააგენტოს ჯგუფმა რამდენიმე ნაღმი 23 ივლისს იპოვა ბუფერულ ზონაში — შიდა და გარე ღობეებს შორის, რომელზეც სადგურის მომსახურე პერსონალს წვდომა არ გააჩნია. შიდა პერიმეტრზე ასეთი ნაღმები არ აღმოჩენილა.მიუხედავად ამისა, სააგენტოს დირექტორის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ტერიტორიაზე არ შეესაბამება IAEA-ს უსაფრთხოების ნორმებსა და ბირთვული უსაფრთხოების ნორმებს. „...და დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს სადგურის პერსონალზე... მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაღმების აფეთქება ვერ მოახდენს გავლენას ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების სისტემებზე“, — ნათქვამია გროსის განცხადებაში.როგორც IAEA-ს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ზაპოროჟიეს სადგურზე მყოფი ექსპერტები ბოლო დღეებსა და კვირებში რეგულარულად ატარებდნენ ტერიტორიის შემოვლას და იქ არანაირი მძიმე სამხედრო ტექნიკა არ უნახავთ. ამ დროისათვის სააგენტო განაგრძობს რეაქტორების სახურავებსა და სამანქანე დარბაზებში მონიტორინგს — მესამე და მეოთხე ბლოკების ჩათვლით, რითაც ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1d/271751994_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_62dd38f1084223a0ef17c499af41f23d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
რაფაელ გროსი: IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „უსაფრთხო“ ნაღმები იპოვა
09:31 25.07.2023 (განახლებულია: 16:23 25.07.2023) თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშოროსო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის
განცხადებაში.
მისი თქმით, სააგენტოს ჯგუფმა რამდენიმე ნაღმი 23 ივლისს იპოვა ბუფერულ ზონაში — შიდა და გარე ღობეებს შორის, რომელზეც სადგურის მომსახურე პერსონალს წვდომა არ გააჩნია. შიდა პერიმეტრზე ასეთი ნაღმები არ აღმოჩენილა.
„ჩვენმა გუნდმა სადგურის ხელმძღვანელობასთან განიხილა ეს საკითხი და მათ უთხრეს, რომ ეს სამხედრო გადაწყვეტილებაა და [ნაღმები] სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩალაგებული“, — წერს გროსი.
მიუხედავად ამისა, სააგენტოს დირექტორის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ტერიტორიაზე არ შეესაბამება IAEA-ს უსაფრთხოების ნორმებსა და ბირთვული უსაფრთხოების ნორმებს. „...და დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს სადგურის პერსონალზე... მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაღმების აფეთქება ვერ მოახდენს გავლენას ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების სისტემებზე“, — ნათქვამია გროსის განცხადებაში.
როგორც IAEA-ს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ზაპოროჟიეს სადგურზე მყოფი ექსპერტები ბოლო დღეებსა და კვირებში რეგულარულად ატარებდნენ ტერიტორიის შემოვლას და იქ არანაირი მძიმე სამხედრო ტექნიკა არ უნახავთ. ამ დროისათვის სააგენტო განაგრძობს რეაქტორების სახურავებსა და სამანქანე დარბაზებში მონიტორინგს — მესამე და მეოთხე ბლოკების ჩათვლით, რითაც ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული.