https://sputnik-georgia.com/20230725/-----280289194.html
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T18:42+0400
2023-07-25T18:42+0400
2023-07-25T22:09+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემოსავლების სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდარღვევის ფაქტები „თბილისის აეროპორტის", „ქუთაისის აეროპორტისა" და „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლინდა. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 122,3 ათასი დოლარი, 5,6 მლნ რუსული რუბლი, 2,4 მლნ სომხური დრამი და 11,7 ათასი ლარი აღმოაჩინეს.არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით 27,5 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო კანონდამრღვევ რუსეთის მოქალაქეს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
18:42 25.07.2023 (განახლებულია: 22:09 25.07.2023) არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევის ფაქტები „თბილისის აეროპორტის", „ქუთაისის აეროპორტისა" და „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 122,3 ათასი დოლარი, 5,6 მლნ რუსული რუბლი, 2,4 მლნ სომხური დრამი და 11,7 ათასი ლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით 27,5 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო კანონდამრღვევ რუსეთის მოქალაქეს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა.