https://sputnik-georgia.com/20230725/-------------280309606.html
საქართველო სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს - ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერს ელიან
საქართველო სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს - ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერს ელიან
Sputnik საქართველო
თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. 25.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-25T22:25+0400
2023-07-25T22:25+0400
2023-07-25T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ბათუმი
შავი ზღვა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23741/36/237413634_0:100:2001:1225_1920x0_80_0_0_de61a751a6adc7d06983386e8adaf1b8.jpg
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით, სანქცირებული გემები და გემების მფლობელები საქართველოში ვერ შემოვლენ, აცხადებენ სააგენტოში.27 ივლისს ბათუმის პორტში შემოვა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭი–თურქეთი.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საკრუიზო ლაინერის ბათუმში შესვლა კომერციულ ხასიათს ატარებს.თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, აღნიშნეს სააგენტოში.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველო
ბათუმი
შავი ზღვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23741/36/237413634_116:0:1883:1325_1920x0_80_0_0_31440e36ea62041f92f7fc47f3860334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ბათუმი , შავი ზღვა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ბათუმი , შავი ზღვა , პოლიტიკა საქართველოში
საქართველო სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს - ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერს ელიან
22:25 25.07.2023 (განახლებულია: 22:58 25.07.2023) თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით, სანქცირებული გემები და გემების მფლობელები საქართველოში ვერ შემოვლენ, აცხადებენ სააგენტოში.
27 ივლისს ბათუმის პორტში შემოვა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭი–თურქეთი.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საკრუიზო ლაინერის ბათუმში შესვლა კომერციულ ხასიათს ატარებს.
თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, აღნიშნეს სააგენტოში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.