პუტინი: რუსეთს უკრაინული მარცვლეულის ჩანაცვლება შეუძლია

© photo: Sputnik / Alexander Kazakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთს შეუძლია ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულ, ისე უსასყიდლო საფუძველზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იუწყება რია ნოვოსტი.

პუტინის თქმით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელებამ, რომელიც არ ამართლებდა მის ჰუმანიტარულ მიზანს, აზრი დაკარგა. ხელშეკრულების მოქმედების ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან ექსპორტირებული იყო 32,8 მილიონი ტონა ტვირთი, საიდანაც 70% კარგი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გავიდა, უღარიბეს ქვეყნებზე კი მთლიანი მიწოდების 3%-ზე — 1 მილიონ ტონაზე ნაკლები მოდიოდა.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულად, ასევე უფასოდ, მით უმეტეს, რომ წელს ისევ რეკორდულ მოსავალს ველოდებით“, — წერს პუტინი სტატიაში „რუსეთი და აფრიკა: ძალისხმევების გაერთიანება მშვიდობის, პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის“.

რუსეთის ლიდერის თქმით, „მარცვლეულის გარიგება“ მიზნად გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, შიმშილის საფრთხის შემცირებას და აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის უღარიბესი ქვეყნების დახმარებას ისახავდა. თუმცა, ფაქტობრივად, მას მხოლოდ დასავლელი ბიზნესმენების გასამდიდრებლად იყენებდნენ, რომლებიც უკრაინულ მარცვლეულს ყიდდნენ.
როგორც პუტინი ირწმუნება, მოსკოვი განაგრძობს ენერგიულ მუშაობას აფრიკაში მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების მიწოდების ორგანიზებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0