https://sputnik-georgia.com/20230724/dronebis-setev-moskovze-280202430.html
მოსკოვის ცენტრს დრონებმა შეუტიეს: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსკოვის ცენტრს დრონებმა შეუტიეს: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დღეს, დილით უკრაინამ ორი დრონით სცადა მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. 24.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-24T09:10+0400
2023-07-24T09:10+0400
2023-08-17T12:46+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278381854_0:183:2993:1867_1920x0_80_0_0_0efc96652db119001a1c51d9d8da8aad.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დღეს, დილით უკრაინამ ორი დრონით სცადა მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.უწყების ცნობით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონებმა ორ არასაცხოვრებელ კორპუსს დაახლოებით დილის 4 საათზე შეუტიეს, თუმცა ამას სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის მოძრაობა გადაკეტილია კომსომოლსკისა და ლიხაჩოვის გამზირებზე.„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ლიხაჩოვის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია და სახანძროებია მობილიზებული. ადგილზე გამოჩნდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ავტომობილებიც.სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად იპოვეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278381854_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_5f9a34197b12ac6c75762475cb8b9c5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დღეს, დილით უკრაინამ ორი დრონით სცადა მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება,
აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„24 ივლისის დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა ორივე უკრაინული დრონი ჩაახშეს და ჩამოაგდეს", — აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონებმა ორ არასაცხოვრებელ კორპუსს დაახლოებით დილის 4 საათზე შეუტიეს, თუმცა ამას სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის მოძრაობა გადაკეტილია კომსომოლსკისა და ლიხაჩოვის გამზირებზე.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ლიხაჩოვის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია და სახანძროებია მობილიზებული. ადგილზე გამოჩნდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ავტომობილებიც.
სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად იპოვეს.