ჩუმი ინფარქტის წინმსწრები ნიშანი: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!

© unsplash/Towfiqu barbhuiyaკარდიოგრამა
კარდიოგრამა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს, წერს გაზეთი Daily Express ჰარვარდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
ინფარქტის ძირითადი სიმპტომებია გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი და „მოჭერილობის“ შეგრძნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი ნიშნები არ არსებობს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში.

„გულის ჩუმი შეტევები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გვგონია“, — აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სწავლულები.

მათი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი შეუმჩნევლად ვითარდება, ადამიანებმა კი ამის შესახებ არ იციან, ვინაიდან ექიმისთვის არ მიუმართავთ.
მეცნიერების განმარტებით, „ჩუმი ინფარქტის“ მაუწყებელი შეიძლება იყოს არა მარტო გულძმარვა, არამედ:
დისკომფორტი ზურგის არეში, ხელებში, ყბისა და მკერდის არეში;
თავბრუსხვევა ან გულყრა;
ქოშინი.
ექიმების რჩევაა, არ უგულებელყოთ გულძმარვა, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტია, და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.
წყარო: Daily Express

ყველა ახალი ამბავი
0