ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 36 გუნდს შორის მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ღირებულების 56%-ს ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შეადგენს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 36 ნაკრების სიაში მოხვდა, რომელიც ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალ Onefootball-მა შეადგინა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 151,7 მილიონი ევროა. ამ მონაცემებით ქართველები 34-ე ადგილზე არიან, ასწრებენ რა სლოვაკეთსა (151,48) და საბერძნეთს (150,8).
საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი თითქმის სამჯერ აღემატება ჩრდილოეთ მაკედონიას (55,40), ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართველები მესამე ადგილზე არიან.
„ჯვაროსნები“ უსწრებენ ირლანდიას (147,15), უნგრეთს (127,65), ჩეხეთს (123,35), სლოვენიას (91,1), კოსოვოს (89,78), ბოსნია-ჰერცეგოვინას (86,20), რუმინეთს (74,55), ალბანეთს (74,25), ისრაელს (63,95), ისლანდიას (37,85), ჩრდილოეთ ირლანდიას (32,20), ფინეთს (28,03). ფიფას რეიტინგში ბევრი ეს ნაკრები საქართველოს ნაკრებზე წინ არის.
როგორც Onefootball აღნიშნავს, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ფასიც საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულების 56%-ს შეადგენს.
Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით, კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევროს შეადგენს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების საუკეთესო ათეული:
ინგლისი - 1,21 მილიარდი
საფრანგეთი - 1,18 მილიარდი
პორტუგალია - 902 მილიონი
ბრაზილია - 890 მილიონი
გერმანია - 773 მილიონი
არგენტინა - 681 მილიონი
ესპანეთი - 660 მილიონი
ხორვატია - 333 მილიონი
ავსტრია - 314,6 მლნ
მაროკო - 299,93 მლნ
ყველა ახალი ამბავი
0