https://sputnik-georgia.com/20230723/---------280175427.html
უეფა: კლუბი „სარაევო“ ქუთაისის სტადიონზე ქომაგების საქციელის გამო დაჯარიმდა
უეფა: კლუბი „სარაევო“ ქუთაისის სტადიონზე ქომაგების საქციელის გამო დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო. 23.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-23T13:45+0400
2023-07-23T13:45+0400
2023-07-23T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23797/81/237978142_0:155:2048:1307_1920x0_80_0_0_4fa450bde0d3938aba3f36ecd89e2fd1.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. უეფას სადისციპლინო კომისიამ ბოსნიის საფეხბურთო კლუბი „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო მათ ფანკლუბს, რომლის სახელიც „ბოროტების ურდოა“, ევროთასების მომდევნო თამაშზე დასწრება აუკრძალა – ინფორმაციას „პირველი არხი“ sport1.oslobodjenje-ზე დაყრდნობით ავრცელებს.კონფერენს ლიგაზე „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ პირველი მატჩის დაწყებამდე ქუთაისში ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგაც „სარაევოს“ ფანები სტადიონიდან გააძევეს. ადგილობრივი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგთა სექტორს მიუახლოვდნენ, რასაც ბოსნიელთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიციამ „სარაევოს“ ქომაგები სტადიონიდან გააძევა.იმის გათვალისწინებით, რომ ორი თამაშის ჯამში „სარაევო“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა, „ბოროტების ურდოს“ ევროტურნირებზე მომდევნო მატჩამდე, მინიმუმ, ერთი წელი მოუწევთ ლოდინი.აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თამაშისათვის „სარაევომ“ დაახლოებით 250 ათასი ევრო მიიღო.ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო. პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.„ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა, სადაც ყაზახეთის „აქტობეს“ შეხვდება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23797/81/237978142_256:0:2036:1335_1920x0_80_0_0_455ff992732492287b89a4362ef91a3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
უეფა: კლუბი „სარაევო“ ქუთაისის სტადიონზე ქომაგების საქციელის გამო დაჯარიმდა
13:45 23.07.2023 (განახლებულია: 14:54 23.07.2023) ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. უეფას სადისციპლინო კომისიამ ბოსნიის საფეხბურთო კლუბი „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო მათ ფანკლუბს, რომლის სახელიც „ბოროტების ურდოა“, ევროთასების მომდევნო თამაშზე დასწრება აუკრძალა – ინფორმაციას „პირველი არხი“ sport1.oslobodjenje-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფერენს ლიგაზე „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ პირველი მატჩის დაწყებამდე ქუთაისში ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგაც „სარაევოს“ ფანები სტადიონიდან გააძევეს. ადგილობრივი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგთა სექტორს მიუახლოვდნენ, რასაც ბოსნიელთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიციამ „სარაევოს“ ქომაგები სტადიონიდან გააძევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი თამაშის ჯამში „სარაევო“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა, „ბოროტების ურდოს“ ევროტურნირებზე მომდევნო მატჩამდე, მინიმუმ, ერთი წელი მოუწევთ ლოდინი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თამაშისათვის „სარაევომ“ დაახლოებით 250 ათასი ევრო მიიღო.
ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო. პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
„ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა, სადაც ყაზახეთის „აქტობეს“ შეხვდება.