ირანი რუსეთთან ენერგოხიდის აგებას საქართველოსა და სომხეთის გავლით გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2023
გამოწერა
თეირანი ელექტროენერგიის გაცვლას ზოგიერთ მეზობელ ქვეყანასთან საფასურის გარეშე განახორციელებს
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ირანი გეგმავს რუსეთის ელექტროქსელთან დაკავშირებას სომხეთისა და საქართველოს გავლით, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ელექტროენერგიის მიმოცვლას აზერბაიჯანის გავლით, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
კერძოდ, ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ თეირანი და მოსკოვი მალე ბაქოს გავლით ელექტროენერგიის გაცვლას დაიწყებენ. სამომავლოდ ეს კავშირი სომხეთსა და საქართველოსაც დაფარავს.
„რუსეთთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნით ჩვენ განვიხილავთ ორ მარშრუტს - აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთი-საქართველო და ახლა ვართ პროექტის საბოლოო შეთანხმების და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მეჰრაბიანმა.
ირანელმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მისი ქვეყნის გეგმებშია ელექტროენერგიის მიმოცვლა ზოგიერთ მეზობელთან საფასურის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0