https://sputnik-georgia.com/20230722/---natsu-matsuri-2023--280110953.html
თბილისში იაპონური შოუ Natsu Matsuri 2023 იხსნება
თბილისში იაპონური შოუ Natsu Matsuri 2023 იხსნება
Sputnik საქართველო
ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. 22.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-22T13:40+0400
2023-07-22T13:40+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24033/45/240334506_0:540:2522:1959_1920x0_80_0_0_8861a13f4fe94805acd751de47c69cd3.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისში, Silk Factory Studio-ს სივრცეში 23 ივლისს იაპონური ზაფხულის ფესტივალი „ნაცუ-მაცური" (Natsu Matsuri 2023) გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. „ნაცუ-მაცური" თბილისში 2015 წლიდან იმართება და იაპონური კულტურის ათასზე მეტ თაყვანისმცემელს იზიდავს. ღონისძიების ორგანიზატორი, ტრადიციულად, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრია.ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ იაპონური გარემო, რომელიც განათდება 100 იაპონური ფარანით. მოეწყობა სხვადასხვა თემატური კუთხე, დახლები, სადაც გაიყიდება მანგები, ანიმე-ფიგურები, ანიმე-აქსესუარები, მაისურები და ა.შ.ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა ტრადიციულ იაპონურ კერძს, რომელსაც იაპონელი, უკრაინელი და ქართველი მზარეულები მოამზადებენ. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ვოკალური ანსამბლი „იამაბიკო“, რომელიც იაპონურ სიმღერებს შეასრულებს.ფესტივალი 12 საათზე დაიწყება და 20 საათზე დასრულდება. ფინალში გაიმართება ქოსფლეიერთა შეჯიბრი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულებიფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა ორგანიზატორები მოხარული იქნებიან, თუ სტუმრები მივლენ იაპონური სამოსით ან ქოსფლეით, რათა ღონისძიება უფრო ლამაზი და სანახაობრივი გახდეს.ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24033/45/240334506_0:559:1984:2047_1920x0_80_0_0_6f46473846d9def9a4321a37b3ce1fb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
თბილისში იაპონური შოუ Natsu Matsuri 2023 იხსნება
13:40 22.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისში, Silk Factory Studio-ს სივრცეში 23 ივლისს იაპონური ზაფხულის ფესტივალი „ნაცუ-მაცური" (Natsu Matsuri 2023) გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. „ნაცუ-მაცური" თბილისში 2015 წლიდან იმართება და იაპონური კულტურის ათასზე მეტ თაყვანისმცემელს იზიდავს. ღონისძიების ორგანიზატორი, ტრადიციულად, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრია.
ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ იაპონური გარემო, რომელიც განათდება 100 იაპონური ფარანით. მოეწყობა სხვადასხვა თემატური კუთხე, დახლები, სადაც გაიყიდება მანგები, ანიმე-ფიგურები, ანიმე-აქსესუარები, მაისურები და ა.შ.
ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა ტრადიციულ იაპონურ კერძს, რომელსაც იაპონელი, უკრაინელი და ქართველი მზარეულები მოამზადებენ. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ვოკალური ანსამბლი „იამაბიკო“, რომელიც იაპონურ სიმღერებს შეასრულებს.
ფესტივალი 12 საათზე დაიწყება და 20 საათზე დასრულდება. ფინალში გაიმართება ქოსფლეიერთა შეჯიბრი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები
ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა ორგანიზატორები მოხარული იქნებიან, თუ სტუმრები მივლენ იაპონური სამოსით ან ქოსფლეით, რათა ღონისძიება უფრო ლამაზი და სანახაობრივი გახდეს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია
აქ.