მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ჩარლი ჩაპლინი (მარცხნიდან მესამე) მეგობრებთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებას კინოკომპანია United Artists-ის შექმნის შესახებ. 1919 წ.
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ჩარლი ჩაპლინი (მარცხნიდან მესამე) მეგობრებთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებას კინოკომპანია United Artists-ის შექმნის შესახებ. 1919 წ. - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
მსახიობთან გამოთხოვება პარიზში, ვიწრო ოჯახურ წრეში შედგა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პარიზში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი კინომსახიობისა და რეჟისორის, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი - მსახიობი ჯოზეფინა ჩაპლინი, იუწყება გაზეთი Figaro.
ჟოზეფინა 13 ივლისს გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაავრცელა, წერს გამოცემა.
„მისი ვაჟები ჩარლი, ჟულიენი, არტური მწუხარებით იუწყებიან ქალბატონ ჟოზეფინა გარდენ-ჩაპლინის გარდაცვალების შესახებ, ის 2023 წლის 13 ივლისს 74 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა“, - ნათქვამია გამოცემაში.
აღნიშნულია, რომ მსახიობთან გამოთხოვება პარიზში, ვიწრო ოჯახურ წრეში შედგა. გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჯოზეფინა იყო მეექვსე ჩაპლინის 11 შვილიდან და მესამე რვა შვილიდან, რომლებიც მსახიობსა და სცენარისტ იუჯინ ო'ნილს შეეძინა. მათი გაცნობის დროს მსოფლიო კინოს ვარსკვლავი 53 წლის იყო, იუჯინი კი 18-ის. ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა.
ჟოზეფინა 1949 წელს დაიბადა. პატარა ასაკიდან მონაწილეობდა მამის ფილმებში: Limelight („რამპის ჩირაღდნები“ - 1952) და A Countess from Hong Kong („ჰერცოგინია ჰონგ-კონგიდან - 1967). 1970-1980-იან წლებში ის გადაიღეს სხვადასხვა მხატვრულ ფილმში, მათ შორის Nuits Rouges („წითელი ღამეები“) და Cop au Vin.
გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ისეთი ფილმების გადაღებებში, როგორებიცაა ჰესუს ფრანკოს Jack the Ripper (1976) და პიერ პაოლო პაზოლინის Canterbury Tales (1972), სადაც მთავარი როლი შეასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0