https://sputnik-georgia.com/20230722/-----280110483.html
საქართველოში რეგიონების გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება
საქართველოში რეგიონების გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება
Sputnik საქართველო
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით... 22.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-22T15:00+0400
2023-07-22T15:00+0400
2023-07-22T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/09/270286652_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_9c4bb1984f3193a998a158f5d4d061d4.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93%, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.სოფლების გაზიფიცირება და ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის გაზმომარაგება 2023 წელს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნებრივი აირით ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტია უზრუნველყოფილი.მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში.ჯამურად აშენდება 1.221.589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15.419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო.საქართველოს მთავრობა მოსახლეობის გაზიფიკაციისთვის ათობით მილიონ ლარს გამოყოფს >>მთავრობის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138.301 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1.559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/09/270286652_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_2f99f7a6c31b6b0a6ff9e30abfe829b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოში რეგიონების გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93%, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
სოფლების გაზიფიცირება და ქვეყნის რეგიონების მოსახლეობის გაზმომარაგება 2023 წელს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნებრივი აირით ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტია უზრუნველყოფილი.
მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში.
ჯამურად აშენდება 1.221.589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15.419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო.
მთავრობის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138.301 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1.559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2.555-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება.