ბათუმში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბათუმში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0