დაიღუპა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი

© photo: Sputnik / Stringer„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2023
გამოწერა
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში „რია ნოვოსტის“ რუსი სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პიატიხატკის დასახლების მიდამოებში ჟურნალისტების ჯგუფის მიმართულებით კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
სააგენტოს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ისინი ოპერატიულად გადაიყვანეს საველე სამედიცინო დაწესებულებებში. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია „იზვესტიას“ ჟურნალისტიც.
ყველა ახალი ამბავი
0