https://sputnik-georgia.com/20230722/---------280115075.html
გაუსწრო საამიროებსა და ისრაელს: საქართველო რუსეთიდან ავიამიმართულების ტოპ-სამეულშია
გაუსწრო საამიროებსა და ისრაელს: საქართველო რუსეთიდან ავიამიმართულების ტოპ-სამეულშია
Sputnik საქართველო
Aviasales-მა გააანალიზა, როგორ შეიცვალა მოთხოვნა საქართველოს მიმართულების ავიაბილეთებზე მიმდინარე წელს რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენის შემდეგ 22.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-22T13:00+0400
2023-07-22T13:00+0400
2023-07-22T13:00+0400
ახალი ამბები
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374927_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_a52c9c7969e1999c9a1c828a08d5f38a.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველო, როგორც საკურორტო მიმართულება, რუსეთიდან დამოუკიდებელ მოგზაურებში ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულში შევიდა - მან მოთხოვნის კუთხით გაუსწრო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ავიაბილეთების დაჯავშნის სააგენტო Aviasales-ში.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.„საქართველო პირდაპირი ფრენების შემოღებამდეც იყო პოპულარული რუსებში. პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შემდეგ მან გაიმყარა თავისი პოზიციები ხუთეულში და მეხუთედან მესამე ადგილზე ავიდა. ფრენები საქართველოს მიმართულებით უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში", - აცხადებენ სამსახურში.იმავდროულად, პირდაპირი ფრენების დაწყების მიუხედავად, მოგზაურთა 40% მაინც დაფრინავს საქართველოში ტრანსფერით, აღნიშნავს Aviasales. „ამ ზაფხულს აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ავიაბილეთების საშუალო ჩეკი არის 26,8 ათასი რუბლი ერთი მიმართულებით”, - დასძინეს ანალიტიკოსებმა.ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24737/49/247374927_359:0:2818:1844_1920x0_80_0_0_23b91d23d67baac62c8222960759b2e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
გაუსწრო საამიროებსა და ისრაელს: საქართველო რუსეთიდან ავიამიმართულების ტოპ-სამეულშია
Aviasales-მა გააანალიზა, როგორ შეიცვალა მოთხოვნა საქართველოს მიმართულების ავიაბილეთებზე მიმდინარე წელს რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენის შემდეგ
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველო, როგორც საკურორტო მიმართულება, რუსეთიდან დამოუკიდებელ მოგზაურებში ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულში შევიდა - მან მოთხოვნის კუთხით გაუსწრო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ავიაბილეთების დაჯავშნის სააგენტო Aviasales-ში.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.
„საქართველო პირდაპირი ფრენების შემოღებამდეც იყო პოპულარული რუსებში. პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შემდეგ მან გაიმყარა თავისი პოზიციები ხუთეულში და მეხუთედან მესამე ადგილზე ავიდა. ფრენები საქართველოს მიმართულებით უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში", - აცხადებენ სამსახურში.
იმავდროულად, პირდაპირი ფრენების დაწყების მიუხედავად, მოგზაურთა 40% მაინც დაფრინავს საქართველოში ტრანსფერით, აღნიშნავს Aviasales. „ამ ზაფხულს აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ავიაბილეთების საშუალო ჩეკი არის 26,8 ათასი რუბლი ერთი მიმართულებით”, - დასძინეს ანალიტიკოსებმა.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.