https://sputnik-georgia.com/20230721/ruset-ukrainis-konfliqti-280018898.html
მოსაზრება: ბოლო წვეთი - უკრაინა მთავარ მოკავშირეებს კარგავს
მოსაზრება: ბოლო წვეთი - უკრაინა მთავარ მოკავშირეებს კარგავს
Sputnik საქართველო
კიევი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცდიდა დასავლეთის მოთმინებას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ვილნიუსში ნატოს სამიტზე აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებმა... 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T15:48+0400
2023-07-21T15:48+0400
2023-07-21T21:43+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279207006_0:20:3072:1748_1920x0_80_0_0_3e3a5c7af7c85fb52e3732afa2cec99e.jpg
კიევი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცდიდა დასავლეთის მოთმინებას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ვილნიუსში ნატოს სამიტზე აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოავლინეს ის, რის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, წერს რია ნოვოსტის პოლიტიკური მიმომხილველი მიხაილ კატკოვი.აღმოსავლეთი–დასავლეთიგამოცემა Politico წერს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ვოლოდიმირ ზელენსკი უმადურობაში დაადანაშაულეს. ამით მათ კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე დამოკიდებულების აღიარება მოითხოვეს.შეგახსენებთ: უოლესი ჩიოდა, რომ კიევში ვიზიტის დროს მის მიმართ არცთუ ისე კეთილგანწყობილნი იყვნენ. სალივანმა კი უკრაინელი აქტივისტის ბრალდებები გააკრიტიკა არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. „ამერიკელი ხალხი იმსახურებს მადლიერებას", — ხაზგასმით აღნიშნა მან.მასმედიის ცნობით, ზელენსკის გადაჭარბებული მოთხოვნების გამო ჯო ბაიდენმა გაბრაზებულმა დატოვა ერთობლივი ვახშამი.როგორც Politico აღნიშნავს, უკრაინა დიდი ხანია აღიზიანებს დასავლელ დიპლომატებს, მაგრამ ეს საგულდაგულოდ იმალებოდა. ზელენსკისთან საუბრით ბაიდენის უკმაყოფილებაზე ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში დაიწერა.მაშინ ამერიკის პრეზიდენტს არ მოეწონა, რომ კონგრესის მიერ კიევისთვის მილიარდიანი დახმარების დამტკიცებისთანავე უკრაინის ლიდერმა კიდევ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა მოითხოვა. დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა ზელენსკის, მოთხოვნები მოეთოკა და მოკავშირეები არ გაებრაზებინა. აქაოდა, მან კარგად იცის თანამოქალაქეების საჭიროებები, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა სურთ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მცხოვრებლებსო.უკრაინის ხელისუფლების თვალსაზრისით, მათი მისამართით კრიტიკა სრულიად უადგილოა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთთან მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის იბრძვიან, მაშინ, როცა ევროპელები და ამერიკელები ზედმეტად არიან დაციკლულები საკუთარ ვიწრო ეროვნულ ინტერესებზე. მოკრძალებულობისა და თავშეკავებისკენ მოწოდებებმა ბევრი უკრაინელი გაანაწყენაო, წერს Politico.და დასტურად უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი ზალუჟნის ციტატა მოჰყავს The Washington Post-თან ინტერვიუდან: „რატომ უნდა ვკითხო ვინმეს, რა უნდა გავაკეთოთ მტრის ტერიტორიაზე? ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვკლათ ეს მტერი". ეს მან რუსეთზე დარტყმის შესახებ ამერიკულ აკრძალვებზე თქვა.თუმცა დასავლური მედია აღიარებს, რომ პრობლემა მხოლოდ ზელენსკის გუნდის ქცევაში არ არის. მთელი საქმე სიტუაციის სხვადასხვაგვარი შეფასებაა. რაც უფრო დასავლეთით არის ქვეყანა უკრაინიდან, მით უფრო ნაკლებად ეშინიათ რუსეთის არმიასთან ბრძოლის ველზე შეჯახებისა. ამიტომ კიევს მოსკოვის სრული დამარცხება სჭირდება, ხოლო შეერთებული შტატები არ გამორიცხავს ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლის შესაძლებლობას. და გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიძირა, ზელენსკის სულ უფრო ნაკლები არგუმენტები აქვს.ჩრდილოეთი–სამხრეთიამავდროულად კიევის ხელისუფლებას სხვა დასაყრდენი არ აქვს. ეს ნათლად აჩვენა ბრიუსელში ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამიტმა 50-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით. ევროპელებს სურთ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთის ნედლეულზე და ალტერნატივას ეძებენ.ამასთან ჩინელებმა უკვე გაუსწრეს ევროკავშირს სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან ვაჭრობის მოცულობით. ინიციატივის დასაბრუნებლად ევროკავშირი მზადაა, 45 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელოს რეგიონში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროგრამა Global Gateway-ს ფარგლებში. ეს არის პასუხი პეკინის პროექტზე „ერთი სარტყელი — ერთი გზა“.მიუხედავად დაპირებებისა, სამიტზე ატმოსფერო ძალიან კეთილი არ იყო. განხეთქილების ვაშლად უკრაინის კონფლიქტი იქცა. ევროპელებს სურდათ, რომ საბოლოო დეკლარაციაში რუსეთის მკაცრი დაგმობა შეეტანათ, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ლიდერების უმეტესობა წინააღმდეგი იყო.საბოლოოდ ბრიუსელი დაკმაყოფილდა სიტყვებით იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებები „ადამიანთა დიდ ტანჯვას იწვევს და მსოფლიო ეკონომიკაში არასტაბილურობას ამძაფრებს“. მოსკოვი ტექსტში საერთოდ არ იყო ნახსენები.გარდა ამისა, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვას სამშვიდობო ინიციატივას. მისი თქმით, ასეთი წინადადებები მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლა ერთ დღესაც უნდა დასრულდეს.ბრაზილიის ლიდერის თვალსაზრისით, იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ჩართული რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში, შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ მოლაპარაკებებში წინსვლაზე. გარდა ამისა, მოსკოვს „მინიმალური პირობები“ უნდა შეექმნას.არჩევანი არ არის„რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მშვიდობისთვის ტერიტორიების გაცვლა ძალიან რეალური სცენარია. და რას ამბობენ ამაზე კიევში, მნიშვნელობა არ აქვს.„თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მოლაპარაკებები არ დაიწყება. ფრონტის ხაზი უცვლელი დარჩება და შეერთებულ შტატებს ეს აწყობს. მაგრამ თუ რუსეთი შეტევაზე გადავა და უკრაინის სახელმწიფოებრიობას ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრება, დასავლეთი მოსკოვთან დიალოგს დაიწყებს“, — ამბობს პოლიტოლოგი როსტისლავ იშჩენკო.ექსპერტის თქმით, ევროპელებს არასდროს სურდათ უკრაინისთვის საფასურის გადახდა, მაგრამ მათ აზრს არავინ ეკითხება. თუმცა კონფლიქტი მათსა და კიევის რეჟიმს შორის შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ვაშინგტონზეა დამოკიდებული.„ამიტომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ხოლო უკრაინა უბრალოდ გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ“, — ასკვნის ის.პოლიტოლოგი ალექსანდრ დუდჩაკი აღნიშნავს, რომ კიევის რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ „ზე გუნდით“. მისი თქმით, პოლიტიკური ელიტა შესაძლოა საზღვარგარეთ გაქცევას დათანხმდეს, რათა იქ დევნილი მთავრობა ჩამოაყალიბოს. ადგილობრივი მეწარმეები კი, პირიქით, მზად არიან იმუშაონ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუ მათი აქტივების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.„სავარაუდოდ, უკრაინელების გარკვეული ნაწილი ბოლომდე აპირებს ბრძოლას, მაგრამ მათ შესაძლოა გადაიფიქრონ, თუ ოფიციალური პროპაგანდა შეიცვლება", — მიიჩნევს ექსპერტი.ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ კოლექტიურ დასავლეთს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა არც ისე ძალიან სჭირდება. გაყინული კონფლიქტი უფრო მოსალოდნელია, თუ კიევის რეჟიმის მფარველები გადაწყვეტენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ძალიან აზიანებს მათ ეკონომიკურ ინტერესებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279207006_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbc379719faf4601e307b103328d9bb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
კიევი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცდიდა დასავლეთის მოთმინებას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ვილნიუსში ნატოს სამიტზე აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებმა საჯაროდ გამოავლინეს ის, რის დამალვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, წერს რია ნოვოსტის პოლიტიკური მიმომხილველი მიხაილ კატკოვი. გამოცემა Politico წერს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ვოლოდიმირ ზელენსკი უმადურობაში დაადანაშაულეს. ამით მათ კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე დამოკიდებულების აღიარება მოითხოვეს.
შეგახსენებთ: უოლესი ჩიოდა, რომ კიევში ვიზიტის დროს მის მიმართ არცთუ ისე კეთილგანწყობილნი იყვნენ. სალივანმა კი უკრაინელი აქტივისტის ბრალდებები გააკრიტიკა არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. „ამერიკელი ხალხი იმსახურებს მადლიერებას", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
მასმედიის ცნობით, ზელენსკის გადაჭარბებული მოთხოვნების გამო ჯო ბაიდენმა გაბრაზებულმა დატოვა ერთობლივი ვახშამი.
როგორც Politico აღნიშნავს, უკრაინა დიდი ხანია აღიზიანებს დასავლელ დიპლომატებს, მაგრამ ეს საგულდაგულოდ იმალებოდა. ზელენსკისთან საუბრით ბაიდენის უკმაყოფილებაზე ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში დაიწერა.
მაშინ ამერიკის პრეზიდენტს არ მოეწონა, რომ კონგრესის მიერ კიევისთვის მილიარდიანი დახმარების დამტკიცებისთანავე უკრაინის ლიდერმა კიდევ უფრო მეტი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა მოითხოვა. დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა ზელენსკის, მოთხოვნები მოეთოკა და მოკავშირეები არ გაებრაზებინა. აქაოდა, მან კარგად იცის თანამოქალაქეების საჭიროებები, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა სურთ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მცხოვრებლებსო.
უკრაინის ხელისუფლების თვალსაზრისით, მათი მისამართით კრიტიკა სრულიად უადგილოა. კიევში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთთან მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის იბრძვიან, მაშინ, როცა ევროპელები და ამერიკელები ზედმეტად არიან დაციკლულები საკუთარ ვიწრო ეროვნულ ინტერესებზე. მოკრძალებულობისა და თავშეკავებისკენ მოწოდებებმა ბევრი უკრაინელი გაანაწყენაო, წერს Politico.
და დასტურად უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი ზალუჟნის ციტატა მოჰყავს The Washington Post-თან ინტერვიუდან: „რატომ უნდა ვკითხო ვინმეს, რა უნდა გავაკეთოთ მტრის ტერიტორიაზე? ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვკლათ ეს მტერი". ეს მან რუსეთზე დარტყმის შესახებ ამერიკულ აკრძალვებზე თქვა.
თუმცა დასავლური მედია აღიარებს, რომ პრობლემა მხოლოდ ზელენსკის გუნდის ქცევაში არ არის. მთელი საქმე სიტუაციის სხვადასხვაგვარი შეფასებაა. რაც უფრო დასავლეთით არის ქვეყანა უკრაინიდან, მით უფრო ნაკლებად ეშინიათ რუსეთის არმიასთან ბრძოლის ველზე შეჯახებისა. ამიტომ კიევს მოსკოვის სრული დამარცხება სჭირდება, ხოლო შეერთებული შტატები არ გამორიცხავს ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლის შესაძლებლობას. და გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიძირა, ზელენსკის სულ უფრო ნაკლები არგუმენტები აქვს.
ამავდროულად კიევის ხელისუფლებას სხვა დასაყრდენი არ აქვს. ეს ნათლად აჩვენა ბრიუსელში ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამიტმა 50-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით. ევროპელებს სურთ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთის ნედლეულზე და ალტერნატივას ეძებენ.
ამასთან ჩინელებმა უკვე გაუსწრეს ევროკავშირს სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან ვაჭრობის მოცულობით. ინიციატივის დასაბრუნებლად ევროკავშირი მზადაა, 45 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელოს რეგიონში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროგრამა Global Gateway-ს ფარგლებში. ეს არის პასუხი პეკინის პროექტზე „ერთი სარტყელი — ერთი გზა“.
მიუხედავად დაპირებებისა, სამიტზე ატმოსფერო ძალიან კეთილი არ იყო. განხეთქილების ვაშლად უკრაინის კონფლიქტი იქცა. ევროპელებს სურდათ, რომ საბოლოო დეკლარაციაში რუსეთის მკაცრი დაგმობა შეეტანათ, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ლიდერების უმეტესობა წინააღმდეგი იყო.
საბოლოოდ ბრიუსელი დაკმაყოფილდა სიტყვებით იმის შესახებ, რომ საბრძოლო მოქმედებები „ადამიანთა დიდ ტანჯვას იწვევს და მსოფლიო ეკონომიკაში არასტაბილურობას ამძაფრებს“. მოსკოვი ტექსტში საერთოდ არ იყო ნახსენები.
გარდა ამისა, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვას სამშვიდობო ინიციატივას. მისი თქმით, ასეთი წინადადებები მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლა ერთ დღესაც უნდა დასრულდეს.
ბრაზილიის ლიდერის თვალსაზრისით, იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ჩართული რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში, შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ მოლაპარაკებებში წინსვლაზე. გარდა ამისა, მოსკოვს „მინიმალური პირობები“ უნდა შეექმნას.
„რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, მშვიდობისთვის ტერიტორიების გაცვლა ძალიან რეალური სცენარია. და რას ამბობენ ამაზე კიევში, მნიშვნელობა არ აქვს.
„თუ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, მოლაპარაკებები არ დაიწყება. ფრონტის ხაზი უცვლელი დარჩება და შეერთებულ შტატებს ეს აწყობს. მაგრამ თუ რუსეთი შეტევაზე გადავა და უკრაინის სახელმწიფოებრიობას ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრება, დასავლეთი მოსკოვთან დიალოგს დაიწყებს“, — ამბობს პოლიტოლოგი როსტისლავ იშჩენკო.
ექსპერტის თქმით, ევროპელებს არასდროს სურდათ უკრაინისთვის საფასურის გადახდა, მაგრამ მათ აზრს არავინ ეკითხება. თუმცა კონფლიქტი მათსა და კიევის რეჟიმს შორის შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე ვაშინგტონზეა დამოკიდებული.
„ამიტომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ხოლო უკრაინა უბრალოდ გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ“, — ასკვნის ის.
პოლიტოლოგი ალექსანდრ დუდჩაკი აღნიშნავს, რომ კიევის რეჟიმი არ შემოიფარგლება მხოლოდ „ზე გუნდით“. მისი თქმით, პოლიტიკური ელიტა შესაძლოა საზღვარგარეთ გაქცევას დათანხმდეს, რათა იქ დევნილი მთავრობა ჩამოაყალიბოს. ადგილობრივი მეწარმეები კი, პირიქით, მზად არიან იმუშაონ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუ მათი აქტივების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
„სავარაუდოდ, უკრაინელების გარკვეული ნაწილი ბოლომდე აპირებს ბრძოლას, მაგრამ მათ შესაძლოა გადაიფიქრონ, თუ ოფიციალური პროპაგანდა შეიცვლება", — მიიჩნევს ექსპერტი.
ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ კოლექტიურ დასავლეთს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა არც ისე ძალიან სჭირდება. გაყინული კონფლიქტი უფრო მოსალოდნელია, თუ კიევის რეჟიმის მფარველები გადაწყვეტენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ძალიან აზიანებს მათ ეკონომიკურ ინტერესებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე