https://sputnik-georgia.com/20230721/moskovsi-igor-strelkovi-dakaves-280092398.html
მოწოდება ექსტრემიზმისკენ: მოსკოვში ბლოგერი იგორ სტრელკოვი დააკავეს
მოწოდება ექსტრემიზმისკენ: მოსკოვში ბლოგერი იგორ სტრელკოვი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის ახალ რეგიონად წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვი (გირკინი)... 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T21:30+0400
2023-07-21T21:30+0400
2023-07-21T23:23+0400
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/280092188_0:110:3249:1938_1920x0_80_0_0_6d60e9823158059340ce978851bc7991.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის ახალ რეგიონად წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელსაც ბრალად ინტერნეტით ექსტრემიზმისკენ მოწოდება ედება, იუწყება „რია ნოვოსტი“. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.საქმე დღესვე გადაეგზავნა მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს, სადაც უკვე გაიმართა პირველი სხდომა. გამოძიებამ სტრელკოვის დაპატიმრება მოითხოვა. თავად დაკავებულმა კი დარბაზიდან მასმედიის გაყვანა და მისი დაპატიმრების თაობაზე გამოძიების დახურულ რეჟიმში განხილვა ითხოვა. მაგრამ მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ორ თვეს (18 სექტემბრამდე) დაჰყოფს.არსებული ცნობით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამასთან არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.მანამდე სტრელკოვის დაკავების თაობაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ მიროსლავა რეგინსკაიამ გაავრცელა Telegram-არხით. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა იგორ სტრელკოვი დაახლოებით 11:30 საათზე დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.იგორ სტრელკოვი (ნამდვილი სახელი იგორ გირკინი) რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ბოლო დროს ის აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა – მის Telegram-არხს 875 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/280092188_260:0:2989:2047_1920x0_80_0_0_4efbef299b1e592c74eda4c6ba21cb4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოწოდება ექსტრემიზმისკენ: მოსკოვში ბლოგერი იგორ სტრელკოვი დააკავეს
21:30 21.07.2023 (განახლებულია: 23:23 21.07.2023) თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის ახალ რეგიონად წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელსაც ბრალად ინტერნეტით ექსტრემიზმისკენ მოწოდება ედება,
იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმე დღესვე გადაეგზავნა მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს, სადაც უკვე გაიმართა პირველი სხდომა. გამოძიებამ სტრელკოვის დაპატიმრება მოითხოვა. თავად დაკავებულმა კი დარბაზიდან მასმედიის გაყვანა და მისი დაპატიმრების თაობაზე გამოძიების დახურულ რეჟიმში განხილვა ითხოვა. მაგრამ მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ორ თვეს (18 სექტემბრამდე) დაჰყოფს.
არსებული ცნობით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამასთან არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მანამდე სტრელკოვის დაკავების თაობაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ მიროსლავა რეგინსკაიამ გაავრცელა Telegram-არხით. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა იგორ სტრელკოვი დაახლოებით 11:30 საათზე დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
იგორ სტრელკოვი (ნამდვილი სახელი იგორ გირკინი) რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ბოლო დროს ის აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა – მის Telegram-არხს 875 ათასი ხელმომწერი ჰყავს.