https://sputnik-georgia.com/20230721/gwp-wyalmomarageba-tbilissi-280029098.html
„აქუალიას“ მიზანი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებაა: გონსალესი ჟურნალისტებს შეხვდა
„აქუალიას“ მიზანი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებაა: გონსალესი ჟურნალისტებს შეხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მომხმარებელს — ეს არის „აქუალიას“ მთავარი მიზანი, განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ... 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T20:08+0400
2023-07-21T20:08+0400
2023-07-21T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
gwp
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23535/64/235356427_40:0:1960:1080_1920x0_80_0_0_f57b7420d1d367097d973b7f06b25994.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მომხმარებელს — ეს არის „აქუალიას“ მთავარი მიზანი, განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მმართველი კომპანია „აქუალიას“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.მისი თქმით, კომპანია ამჟამად 18 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და 43 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. როგორც GWP-ში აღნიშნეს, კომპანია ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე წარმოადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზეც თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა მომზადდება.„აქუალია“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეიძინა. GWP-ს განვითარების დირექტორის ზურაბ ალფაიძის თქმით, ახალმა ინვესტორმა სისტემის მდგომარეობა სიღრმისეულად შეისწავლა, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა.აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „აქუალია“ მსოფლიოში წყლის სერვისის მმართველ საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23535/64/235356427_280:0:1720:1080_1920x0_80_0_0_da361db33024c36af412fc32e87dda32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, gwp, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, gwp, საზოგადოება
„აქუალიას“ მიზანი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებაა: გონსალესი ჟურნალისტებს შეხვდა
20:08 21.07.2023 (განახლებულია: 23:10 21.07.2023) თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენს მომხმარებელს — ეს არის „აქუალიას“ მთავარი მიზანი, განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მმართველი კომპანია „აქუალიას“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, კომპანია ამჟამად 18 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და 43 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
„თბილისში ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ არსებული წყალმომარაგების სისტემისა და მისი პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები, როგორ განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა. <...> ამჯერად ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი „ჯივიპისა“ და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული“, — ხაზი გაუსვა გონსალესმა.
როგორც GWP-ში აღნიშნეს, კომპანია ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე წარმოადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზეც თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა მომზადდება.
„აქუალია“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეიძინა. GWP-ს განვითარების დირექტორის ზურაბ ალფაიძის თქმით, ახალმა ინვესტორმა სისტემის მდგომარეობა სიღრმისეულად შეისწავლა, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „აქუალია“ მსოფლიოში წყლის სერვისის მმართველ საუკეთესო კომპანიად დასახელდა.