https://sputnik-georgia.com/20230721/-----------280021274.html
პერსპექტივას ვერ ვხედავ - „ქართული ოცნების" დეპუტატი ყოფილი თანაპარტიელების გაერთიანებაზე
პერსპექტივას ვერ ვხედავ - „ქართული ოცნების" დეპუტატი ყოფილი თანაპარტიელების გაერთიანებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. 21.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-21T17:10+0400
2023-07-21T17:10+0400
2023-07-21T22:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_0:185:1744:1166_1920x0_80_0_0_0013dee7865822a374de120c1f5e7b1c.jpg
რთბილისი, 21 ივლისი — Sputnik. იმ პოლიტიკოსების გაერთიანება, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს, უპერსპექტივოა, რადგანაც მათ არ ექნებათ ელექტორალური მხარდაჭერა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.მანამდე ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრემიერს, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას შეუძლია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის გარშემო ძალზე საინტერესო კონფიგურაცია შექმნას. პოლიტიკოსის აზრით, უნდა გაჩნდეს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა.პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არ იქნება ის პლატფორმა, რომელსაც შეიძლება დიდი და სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არსებობის ფონზე, აღნიშნა დეპუტატმა.მისი თქმით, პარტიიდან ცალკეული პოლიტიკოსების წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტიის ელექტორატის შემადგენლობაზე ამას რეალური გავლენა არ მოუხდენია.საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და სიმპათია განისაზღვრება არა ცალკეული ფიგურების ერთიანობით, უბრალოდ მექანიკური ერთობით, არამედ სხვა გარემოებებით, დასძინა დეპუტატმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში ამ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_191:177:1509:1166_1920x0_80_0_0_95f81361911441b975fad1915e562d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
პერსპექტივას ვერ ვხედავ - „ქართული ოცნების" დეპუტატი ყოფილი თანაპარტიელების გაერთიანებაზე
17:10 21.07.2023 (განახლებულია: 22:12 21.07.2023) საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში.
რთბილისი, 21 ივლისი — Sputnik. იმ პოლიტიკოსების გაერთიანება, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" რიგები დატოვეს, უპერსპექტივოა, რადგანაც მათ არ ექნებათ ელექტორალური მხარდაჭერა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრემიერს, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას შეუძლია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავის გარშემო ძალზე საინტერესო კონფიგურაცია შექმნას. პოლიტიკოსის აზრით, უნდა გაჩნდეს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა.
„პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში და სურვილი აქვთ დაბრუნდნენ, ეს მათი ნებაა ვისთან გაერთიანდებიან და რას გააკეთებენ. მაგრამ ასეთი დაჯგუფების მცდელობა, „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების გაერთიანება, სიმართლე გითხრათ, პერსპექტიულად არ მესახება", – განაცხადა სარჯველაძემ.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არ იქნება ის პლატფორმა, რომელსაც შეიძლება დიდი და სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არსებობის ფონზე, აღნიშნა დეპუტატმა.
„მას („ნაცმოძრაობას") დაკავებული აქვს გარკვეული სეგმენტი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გარკვეული ექსკლუზივის მატარებელია. არსებობს „ქართული ოცნება" სახელისუფლებო პარტიის სახით, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმ დიდი მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც გააჩნდა 2012 წლიდან", – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, პარტიიდან ცალკეული პოლიტიკოსების წასვლის მიუხედავად, მმართველი პარტიის ელექტორატის შემადგენლობაზე ამას რეალური გავლენა არ მოუხდენია.
„აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების სიმრავლემ ამ გაერთიანებაში პირდაპირპროპორციულად განაპირობოს იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერად ითვლება", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და სიმპათია განისაზღვრება არა ცალკეული ფიგურების ერთიანობით, უბრალოდ მექანიკური ერთობით, არამედ სხვა გარემოებებით, დასძინა დეპუტატმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში ამ პარტიებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.