https://sputnik-georgia.com/20230720/ruset-iranis-urtiertoba-279786831.html
მიუხედავად ინციდენტისა: რუსეთი ირანთან ურთიერთობის ახალ პროექტზე მუშაობს
მიუხედავად ინციდენტისა: რუსეთი ირანთან ურთიერთობის ახალ პროექტზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიუხედავად ირანში რუსეთის ელჩის გამოძახებასთან დაკავშირებული ინციდენტისა, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების შესახებ ახალი... 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T16:00+0400
2023-07-20T16:00+0400
2023-07-20T19:50+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ირანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277831870_611:1137:2230:2048_1920x0_80_0_0_47e198a5e1fa60acfcccde05a6bd4bc3.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიუხედავად ირანში რუსეთის ელჩის გამოძახებასთან დაკავშირებული ინციდენტისა, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების შესახებ ახალი ხელშეკრულების შემუშავება მაინც მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.მანამდე ირანში რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეირანი არ ეთანხმება რუსეთისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) განცხადებას, რომელშიც ყურეში არსებული სამი სადავო კუნძულის — დიდი ტომბის, პატარა ტომბისა და აბუ-მუსას კუთვნილებაზეა საუბარი. ორმუზის ყურის აკვატორიაში სტრატეგიული მდებარეობის კუნძულებზე არაბთა გაერთიანებული საამიროები და ირანი გამოთქვამენ პრეტენზიებს.აღნიშნული კუნძულები 1971 წლამდე დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ იყო. მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბრიტანეთმა კუნძულები მას გადასცა. ირანმა არ ცნო ეს გადაწყვეტილება და სამივე კუნძულზე კონტროლი დაამყარა. საამიროებში მიაჩნიათ, რომ კუნძულები ოკუპირებულია, ხოლო ირანი — აგრესორი.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277831870_56:0:2787:2048_1920x0_80_0_0_dc97a001085346d34ec218d4df91620c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ირანი , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ირანი , პოლიტიკა
მიუხედავად ინციდენტისა: რუსეთი ირანთან ურთიერთობის ახალ პროექტზე მუშაობს
16:00 20.07.2023 (განახლებულია: 19:50 20.07.2023) თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიუხედავად ირანში რუსეთის ელჩის გამოძახებასთან დაკავშირებული ინციდენტისა, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების შესახებ ახალი ხელშეკრულების შემუშავება მაინც მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ახალი დიდი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების პროექტის მომზადება გრძელდება. მხარეები ადასტურებენ, რომ დაინტერესებული არიან ამ დოკუმენტის შეთანხმების და მასზე ხელმოწერის პროცესის სწრაფად დასრულებით“, — აღნიშნა მან ბრიფინგზე.
მანამდე ირანში რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თეირანი არ ეთანხმება რუსეთისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) განცხადებას, რომელშიც ყურეში არსებული სამი სადავო კუნძულის — დიდი ტომბის, პატარა ტომბისა და აბუ-მუსას კუთვნილებაზეა საუბარი. ორმუზის ყურის აკვატორიაში სტრატეგიული მდებარეობის კუნძულებზე არაბთა გაერთიანებული საამიროები და ირანი გამოთქვამენ პრეტენზიებს.
აღნიშნული კუნძულები 1971 წლამდე დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ იყო. მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბრიტანეთმა კუნძულები მას გადასცა. ირანმა არ ცნო ეს გადაწყვეტილება და სამივე კუნძულზე კონტროლი დაამყარა. საამიროებში მიაჩნიათ, რომ კუნძულები ოკუპირებულია, ხოლო ირანი — აგრესორი.