უტიფარი და უზნეო შეტევა საქართველოზე - ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ევროპარლამენტში ინტერესების ლობირებისთვის სოლიდური თანხა გადაიხადა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტარების პოზიციაში დარწმუნება კანონდარღვევად არ ითვლება, მაგრამ საქართველოზე უტიფარი და უზნეო შეტევის ფაქტს ადასტურებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას.
„მოულოდნელად როდესაც ტალახში აღმოჩნდები, მხოლოდ ის დაგრჩენია, არასწორი ინფორმაცია გაავრცელო... მათვე უწერიათ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია სწორედ ლობისტური ჯგუფების მიერ ნამუშევარია, ანუ, პოზიციის გატანა და ევროპარლამენტარების პოზიციაში დარწმუნება. ეს კანონდარღვევად არ ითვლება, მაგრამ საქართველოზე უტიფარი და უზნეო შეტევის ფაქტს ადასტურებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საუბარია უზარმაზარი ფინანსური რესურსების სანაცვლოდ პროპაგანდაში დასახმარებლად უშველებელი რესურსის მოზიდვაზე, მათ შორის ფინანსური, ადამიანური, ორგანიზაციების, მედიასაშუალებების.
„ფაქტია, საკმაოდ სოლიდური თანხებია გადახდილი, თუნდაც რეზოლუციის შინაარსის შედგენაში. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ შინაარსის გარშემო დეპუტატების გასაერთიანებლად ლობისტურმა საქმიანობამ თავისი მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტმა თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0