https://sputnik-georgia.com/20230719/wp-ass-yirgizets-sanqciebs-dauwesebs-279740713.html
WP: აშშ ყირგიზეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
WP: აშშ ყირგიზეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადოს ყირგიზეთის საწინააღმდეგო სანქციები, იუწყება The Washington... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T11:38+0400
2023-07-19T11:38+0400
2023-07-19T18:03+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ყირგიზეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_0828c2b3990427e27162078a04bbd13f.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადოს ყირგიზეთის საწინააღმდეგო სანქციები, იუწყება The Washington Post (WP) წყაროებზე დაყრდნობით.გაზეთის ცნობით, ვაშინგტონი ბიშკეკს რუსეთისთვის ჩინეთიდან, ევროპიდან და სამხრეთ კორეიდან სანქცირებული საქონლის მიწოდებაში ადანაშაულებს. მათ შორისაა დრონები, ოპტიკური სამიზნეები და ნახევარგამტარები.წყაროების თქმით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ბიშკეკში „რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგო ვიზიტების" შემდეგ მიიღეს.არსებული ცნობით, საუბარია ახალ ეკონომიკურ ზომებზე, რომლებმაც უნდა აიძულოს ყირგიზეთი, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლით ვაჭრობა.ყირგიზეთის მიერ სანქციების დარღვევის მაგალითად დასახელდა ყირგიზული კომპანიების მიერ ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან „სენსიტიური ელექტრონიკის“ შეძენა მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში. როგორც ირკვევა, იმავე პერიოდში ყირგიზეთიდან რუსეთში დაახლოებით იგივე რაოდენობის ელექტრონიკა გავიდა ექსპორტზე. ვაშინგტონში ამბობენ, რომ აღნიშნული პროდუქციის მყიდველთა უმეტესობა „რუსული თავდაცვითი ინდუსტრიის ცნობილი მომწოდებლები“ იყვნენ.ამასთან აღინიშნება, რომ 2022 წელს ყირგიზეთიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის მოცულობა 250%-ით გაიზარდა.როგორც WP-ს აშშ-ში ყირგიზეთის საელჩომ განუცხადა, ბიშკეკი იცავს საერთაშორისო ნორმებს, აღკვეთს კონტრაბანდასა და სხვა სახის უკანონო ვაჭრობას. დიპლომატიური მისია რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრ ზრდას ნაწილობრივ საქონელზე მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას უკავშირებს.წყარო: The Washington Post
ყირგიზეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_966bf62641c8cd9f1031ae5ff26bbd6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადოს ყირგიზეთის საწინააღმდეგო სანქციები, იუწყება The Washington Post (WP) წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ცნობით, ვაშინგტონი ბიშკეკს რუსეთისთვის ჩინეთიდან, ევროპიდან და სამხრეთ კორეიდან სანქცირებული საქონლის მიწოდებაში ადანაშაულებს. მათ შორისაა დრონები, ოპტიკური სამიზნეები და ნახევარგამტარები.
წყაროების თქმით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა ბიშკეკში „რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგო ვიზიტების" შემდეგ მიიღეს.
არსებული ცნობით, საუბარია ახალ ეკონომიკურ ზომებზე, რომლებმაც უნდა აიძულოს ყირგიზეთი, შეწყვიტოს სანქცირებული საქონლით ვაჭრობა.
„ყირგიზეთი, მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან შედარებით პატარა ქვეყანაა, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის ყველა ფაქტორი ერთდროულად მიუღებელ ხელსაყრელ პირობებს [სანქციებისთვის] თავის ასარიდებლად“, — განუმარტა ერთ-ერთმა წყარომ WP-ს.
ყირგიზეთის მიერ სანქციების დარღვევის მაგალითად დასახელდა ყირგიზული კომპანიების მიერ ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან „სენსიტიური ელექტრონიკის“ შეძენა მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში. როგორც ირკვევა, იმავე პერიოდში ყირგიზეთიდან რუსეთში დაახლოებით იგივე რაოდენობის ელექტრონიკა გავიდა ექსპორტზე. ვაშინგტონში ამბობენ, რომ აღნიშნული პროდუქციის მყიდველთა უმეტესობა „რუსული თავდაცვითი ინდუსტრიის ცნობილი მომწოდებლები“ იყვნენ.
ამასთან აღინიშნება, რომ 2022 წელს ყირგიზეთიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის მოცულობა 250%-ით გაიზარდა.
როგორც WP-ს აშშ-ში ყირგიზეთის საელჩომ განუცხადა, ბიშკეკი იცავს საერთაშორისო ნორმებს, აღკვეთს კონტრაბანდასა და სხვა სახის უკანონო ვაჭრობას. დიპლომატიური მისია რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრ ზრდას ნაწილობრივ საქონელზე მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას უკავშირებს.