https://sputnik-georgia.com/20230719/avstraliis-plajze-idumali-obieqti-gamoiriya-foto-279737443.html
სანაპიროზე ლითონის იდუმალი ობიექტი გამოირიყა: ფოტო პლაჟიდან
სანაპიროზე ლითონის იდუმალი ობიექტი გამოირიყა: ფოტო პლაჟიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ავსტრალიის ქალაქ ჯურიენ ბეის პლაჟზე წყალმა იდუმალი ლითონის ცილინდრი გამორიყა, რომლის წარმომავლობა-დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T09:11+0400
2023-07-19T09:11+0400
2023-07-19T16:30+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ავსტრალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430590_0:200:3068:1926_1920x0_80_0_0_bf401046b7ec021c545cfd945c76eeaf.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ავსტრალიის ქალაქ ჯურიენ ბეის პლაჟზე წყალმა იდუმალი ლითონის ცილინდრი გამორიყა, რომლის წარმომავლობა-დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია, იუწყება Fox News.ავსტრალიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს უცნაური ცილინდრი კოსმოსური ნაგავია, თუმცა ადგილობრივი მედია არაერთ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.სააგენტო სთხოვს ყველას, ვინც სხვა საეჭვო კოსმოსურ ნამსხვრევებს შენიშნავს, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადგილობრივ ხელისუფლებას.ცნობილი ხდება, რომ ცილინდრი სანაპიროზე გასულ შაბათს გამოირიყა. გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტის წარმომავლობა უცნობი იყო, ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა, არ მიახლოვებოდნენ ობიექტს.როგორც Fox News წერს, სოციალურ ქსელებში უკვე ივარაუდეს, რომ იდუმალი ნამსხვრევი შესაძლოა ინდური რაკეტა LVM3-ის ნაწილი იყოს, რომელიც გასულ კვირაში გაუშვეს კოსმოსში. თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ინდური რაკეტის ელემენტი ვერ იქნება, ვინაიდან რამდენიმე დღეში ცილინდრი ესოდენ დიდი რაოდენობის ნიჟარებითა და წყალმცენარეებით ვერ დაიფარებოდა.როგორც საავიაციო ექსპერტი და AirlineRatings.com-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი ტომასი ვარაუდობს, ცილინდრი, დიდი ალბათობით, ბოლო ერთ წელიწადში გაშვებული რომელიმე რაკეტის საწვავის ავზია, რომელიც „სადღაც ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა“ და შემდეგ დინებით ავსტრალიის სანაპიროზე გამოირიყა.ამ დროისათვის ცილინდრი უკვე აღარ არის პლაჟზე. სამშაბათს ის სპეციალურ პაკეტში შეფუთეს და საცავში გადაიტანეს.წყარო: Fox News
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430590_419:233:2840:2048_1920x0_80_0_0_3bf99fa26299a1f4dc9ecc74789a8c63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ავსტრალიის ქალაქ ჯურიენ ბეის პლაჟზე წყალმა იდუმალი ლითონის ცილინდრი გამორიყა, რომლის წარმომავლობა-დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია, იუწყება Fox News.
ავსტრალიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს უცნაური ცილინდრი კოსმოსური ნაგავია, თუმცა ადგილობრივი მედია არაერთ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს.
„ობიექტი შესაძლოა უცხოური კოსმოსური რაკეტმზიდის ნაწილი იყოს. ჩვენ დავუკავშირდით გლობალურ პარტნიორებს, რომლებსაც დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ“, — განაცხადეს ავსტრალიის კოსმოსურ სააგენტოში.
სააგენტო სთხოვს ყველას, ვინც სხვა საეჭვო კოსმოსურ ნამსხვრევებს შენიშნავს, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ადგილობრივ ხელისუფლებას.
ცნობილი ხდება, რომ ცილინდრი სანაპიროზე გასულ შაბათს გამოირიყა. გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტის წარმომავლობა უცნობი იყო, ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა, არ მიახლოვებოდნენ ობიექტს.
როგორც Fox News წერს, სოციალურ ქსელებში უკვე ივარაუდეს, რომ იდუმალი ნამსხვრევი შესაძლოა ინდური რაკეტა LVM3-ის ნაწილი იყოს, რომელიც გასულ კვირაში გაუშვეს კოსმოსში. თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ ეს ინდური რაკეტის ელემენტი ვერ იქნება, ვინაიდან რამდენიმე დღეში ცილინდრი ესოდენ დიდი რაოდენობის ნიჟარებითა და წყალმცენარეებით ვერ დაიფარებოდა.
როგორც საავიაციო ექსპერტი და AirlineRatings.com-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი ტომასი ვარაუდობს, ცილინდრი, დიდი ალბათობით, ბოლო ერთ წელიწადში გაშვებული რომელიმე რაკეტის საწვავის ავზია, რომელიც „სადღაც ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა“ და შემდეგ დინებით ავსტრალიის სანაპიროზე გამოირიყა.
ამ დროისათვის ცილინდრი უკვე აღარ არის პლაჟზე. სამშაბათს ის სპეციალურ პაკეტში შეფუთეს და საცავში გადაიტანეს.