ართრიტის უჩვეულო სიმპტომები: როგორ ამოვიცნოთ დაავადება წინასწარ

  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ართრიტი, როგორც წესი, სახსრების ტკივილთან ასოცირდება, თუმცა დაავადებაზე შესაძლოა ერთი შეხედვით უჩვეულო სიმპტომები მეტყველებდეს, წერს გამოცემა Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ართრიტი — სახსრების ანთებაა, რომელიც ასზე მეტ სხვადასხვა პათოლოგიას აერთიანებს. ამასთან ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ ეს მოხუცების დაავადებაა. სინამდვილეში ართრიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანებში გვხვდება, მათ შორის პატარა ბავშვებშიც.
ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა რევმატოიდული ართრიტი. დაავადების სპეციფიკური ნიშანია სახსრების ტკივილი და დასივება, თუმცა ის შეიძლება უჩვეულო სიმპტომებითაც გამოვლინდეს. ესენია:
კვანძოვანი წარმონაქმნები კანზე;
პულსის გახშირება;
მაღალი ტემპერატურა;
თმების ცვენა;
ფეხების დაბუჟება;
ძილის პრობლემები;
სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა;
თავბრუსხვევა;
ყელის ტკივილი;
თვალის კაკლების ტკივილი;
დაბინდული აზროვნება;
თვალების სიმშრალე;
პირის სიმშრალე.
სპეციალისტების თქმით, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც ართრიტის არსებობას ან გამორიცხავს, ან დაადასტურებს და შესაბამის მკურნალობას დანიშნავს.
მედიკოსების განმარტებით, რევმატოიდული ართრიტი ხშირად ვირუსული ინფექციის, ტრავმის, გარკვეული სახსრის ზედმეტად დატვირთვის, ჰორმონალური დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის ფონზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის, ტერფის, მაჯებისა და თითების სახსრები.
ირკვევა, რომ ადამიანის იმუნური სისტემა გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით ორგანიზმის ნორმალურ ნაწილს შეცდომით უცხო სხეულად აღიქვამს და შესაბამის რეაქციას უშვებს. შედეგად – გამომუშავდება ნივთიერებები, რომლებიც სახსრების სინოვიალურ გარსს შლის.
ამ დროისათვის უცნობია იმუნურის სისტემის ამგვარი აქტიურობის მიზეზი, რაც რევმატოიდულ ართრიტს იწვევს, თუმცა არსებობს რამდენიმე სავარაუდო მიზეზი:
გენეტიკური ფაქტორი — მთელი რიგი კვლევებით დასტურდება, რომ ართრიტით უმეტესწილად ისინი ავადდებიან, რომელთა წინაპრებსაც რამდენიმე თაობაში აწუხებდათ ეს დაავადება;
ინფექციური აგენტები — დიდი ალბათობით, ეს შეიძლება წითურის ვირუსიც კი იყოს.
ემოციური სტრესი — არსებობს მოსაზრება, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქალები დერმატოიდული ართრიტით ოთხჯერ უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე მამაკაცები.

დაავადების პროფილაქტიკა

ექიმების თქმით, არსებობს ართრიტის თავიდან აცილების რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესენია:
ზედმეტი წონის დაკლება;
ჭარბი ფიზიკური დატვირთვების შემცირება;
მავნე ჩვევებზე (მოწევა, ალკოჰოლი) უარი;
რაციონში ჯანმრთელი საკვების — ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის, თევზეულის, თხილეულის ჩართვა, რაც დიდ გავლენას ახდენს ანთებითი პროცესის შეჩერებაზე;
ხოლო თუ ადამიანს დაავადება უკვე აქვს, რეკომენდებულია მან შეზღუდოს ან არ მიიღოს შემწვარი და დამუშავებული საკვები, რძის ნაწარმი და დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები.
ყველა ახალი ამბავი
0