https://sputnik-georgia.com/20230719/-bloomberg-------279753346.html
მედიაპლატფორმა Bloomberg საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს
მედიაპლატფორმა Bloomberg საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T16:03+0400
2023-07-19T16:03+0400
2023-07-19T20:54+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279749201_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_395e6e9fc9db84837f7828adb32d88cf.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მთელი მსოფლიოდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg-ის ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება. მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg მილიონობით მაყურებელს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გააცნობს.კერძოდ, კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ. Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს. ამ მიზნით პოპულარული გადაცემა Sorted Food-ის ორი წამყვანი საქართველოს ეწვევა. ამასთან, მედიაპლატფორმაზე განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ და ორი სტატია ქვეყნის ღირსშესანიშნაობების თაობაზე. საქართველოს შესახებ რეკლამა სოციალურ ქსელებში გავრცელდება.Bloomberg-ის მარკეტინგული კამპანია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279749201_279:0:1719:1080_1920x0_80_0_0_fa97f3b85ff220f98634ba46dd1ab621.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ახალი ამბები
მედიაპლატფორმა Bloomberg საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს
16:03 19.07.2023 (განახლებულია: 20:54 19.07.2023) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მთელი მსოფლიოდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg-ის ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება. მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg მილიონობით მაყურებელს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გააცნობს.
კერძოდ, კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ. Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს. ამ მიზნით პოპულარული გადაცემა Sorted Food-ის ორი წამყვანი საქართველოს ეწვევა.
ამასთან, მედიაპლატფორმაზე განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ და ორი სტატია ქვეყნის ღირსშესანიშნაობების თაობაზე. საქართველოს შესახებ რეკლამა სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
Bloomberg-ის მარკეტინგული კამპანია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.