საქართველოში დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringerშემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში 39,3 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის უკანონოდ შემოტანის მცდელობები დაფიქსირდა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კონტრაბანდული საქონლის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ასევე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კიდევ ერთ დამრღვევს, პაკისტანის მოქალაქეს, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4.752 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-ერთი კომპანია საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10.372 ლარით დაჯარიმდა.
აღნიშნული მუხლი ჯარიმის სახით ითვალისწინებს საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ს, ან საქონლის თუ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას.
წყარო - შემოსავლების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0