https://sputnik-georgia.com/20230719/--------279766366.html
სააკაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: წულუკიანი სკანდალურ მასალებზე
სააკაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: წულუკიანი სკანდალურ მასალებზე
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ... 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T19:20+0400
2023-07-19T19:20+0400
2023-08-21T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23379/47/233794785_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_d4e0882f5ad7d0b4115c128cd00d544d.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მასშტაბური სკანდალი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. დეპარტამენტის ცნობით, სააკაშვილმა და დედამისმა, გიული ალასანიამ ორი ლობისტური კომპანია Akerman და GP International დაიქირავეს. ანგარიში მათ ექვსი თვის საქმიანობას ეხება.მისი თქმით, სააკაშვილი და მისი „ბანდა“ იხდიდნენ თანხებს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში შესაბამის ადამიანებზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მათ შემოიღონ სანქციები საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.„რადგან ეს ყველაფერი უკვე არ არის ერთი კონკრეტული პარტიისა და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, მე და ჩემი კოლეგები. ეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომ მათ მოუწევთ, ახსნა-განმარტება ჩაგვაბარონ და გვითხრან, რატომ ებრძვიან საკუთარ სამშობლოს საზღვარგარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების წყალობით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი. თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს და მის მთავრობას აკრიტიკებს, ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი.სანქციები საქართველოსთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციები: სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა >>გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, ცნობილი გახდა, რომ ფული გადახდილია ასევე საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რათა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი.წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.„სწორედ ასეთი კანონის მიღება გვინდოდა ჩვენ, რომელიც მოინათლა „რუსულ კანონად“ და ვერ იქნა, სამწუხაროდ, მიღებული. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ხელიდან გაშვებული უზარმაზარი შანსი. რომ არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი კანონი, ჩვენ ვერ გავიგებდით დღეს იმას, რაც გავიგეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს შორის იყო ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია - „ევროპის სახალხო პარტია“, რომელშიც შედის 2000-იანი წლების დასაწყისში სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23379/47/233794785_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_af02c7bd770de5b454327d70355497c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
სააკაშვილი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს: წულუკიანი სკანდალურ მასალებზე
19:20 19.07.2023 (განახლებულია: 12:37 21.08.2023) მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მასშტაბური სკანდალი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. დეპარტამენტის ცნობით, სააკაშვილმა და დედამისმა, გიული ალასანიამ ორი ლობისტური კომპანია Akerman და GP International დაიქირავეს. ანგარიში მათ ექვსი თვის საქმიანობას ეხება.
„ეს არის მათი სახე, როდესაც ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა „ვივამედში“ ბინადრობს, პრეზიდენტობისასაც და პრეზიდენტობის შემდეგაც, უარი თქვა რა საკუთარ სამშობლოზე, მუშაობდა და მუშაობს ქართველი ხალხისა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ის ამაში ფულის გადახდასაც არ ერიდება. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მასშტაბის სკანდალი და ჩვენ ველოდებით ახსნა-განმარტებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, სააკაშვილი და მისი „ბანდა“ იხდიდნენ თანხებს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში შესაბამის ადამიანებზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მათ შემოიღონ სანქციები საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„რადგან ეს ყველაფერი უკვე არ არის ერთი კონკრეტული პარტიისა და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, მე და ჩემი კოლეგები. ეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამიტომ მათ მოუწევთ, ახსნა-განმარტება ჩაგვაბარონ და გვითხრან, რატომ ებრძვიან საკუთარ სამშობლოს საზღვარგარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების წყალობით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი. თურმე ევროპარლამენტის სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს და მის მთავრობას აკრიტიკებს, ყოფილა დაკვეთილი და ამაში ფული ყოფილა გადახდილი.
გარდა ამისა, წულუკიანის თქმით, ცნობილი გახდა, რომ ფული გადახდილია ასევე საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რათა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და სააკაშვილის სასარგებლოდ არის დაწერილი.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
„სწორედ ასეთი კანონის მიღება გვინდოდა ჩვენ, რომელიც მოინათლა „რუსულ კანონად“ და ვერ იქნა, სამწუხაროდ, მიღებული. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ხელიდან გაშვებული უზარმაზარი შანსი. რომ არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი კანონი, ჩვენ ვერ გავიგებდით დღეს იმას, რაც გავიგეთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონის მიღების მოწინააღმდეგეებს შორის იყო ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტია - „ევროპის სახალხო პარტია“, რომელშიც შედის 2000-იანი წლების დასაწყისში სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.