https://sputnik-georgia.com/20230719/--------279753835.html
თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას იწყებს
თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას იწყებს
Sputnik საქართველო
იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე გამწვანების სამუშაოები, აღნიშნა კახა კალაძემ. 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T17:21+0400
2023-07-19T17:21+0400
2023-07-19T21:37+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261710205_0:49:1281:769_1920x0_80_0_0_69bca2c854b4ba734f328cbf4b2cdd28.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED სანათების მონტაჟი დაავალა.„მგონია, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომაც დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად, რათა დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.როგორც მერმა აღნიშნა, კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად მოსაწესრიგებელია. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს, დასძინა მერმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261710205_0:0:1229:922_1920x0_80_0_0_7ddb8f55107062e15aeae258490ffb50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას იწყებს
17:21 19.07.2023 (განახლებულია: 21:37 19.07.2023) იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე გამწვანების სამუშაოები, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED სანათების მონტაჟი დაავალა.
„მგონია, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომაც დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად, რათა დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად მოსაწესრიგებელია. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს, დასძინა მერმა.