რამდენით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გათხევადებული აირის იმპორტი

© AP Photo / Stringerტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
2023 წლის იანვარი-ივნისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 54,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში იმპორტირებულმა გათხევადებული აირის (LNG) მოცულობამ 2023 წლის პირველ ნახევარში 25,24 ათასი ტონა შეადგინა, რომლის 99,6% რუსეთიდან იმპორტზე მოდის, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43,4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში რუსეთიდან 25,13 ათასი ტონა შემოვიდა.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი.
„2023 წლის იანვარი-ივნისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 54,7 ათასი ტონა, რაც 17,1 ათასი ტონით, ანუ 45,5%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (37,6 ათასი ტონა) შედარებით", – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 25,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 15,9 ათასი ტონა (29,1%); თურქეთი – 11,9 ათასი ტონა (21,7%); აზერბაიჯანი – 1,3 ათასი ტონა (2,4%); თურქმენეთი – 0,1 ათასი ტონა (0,2%).
ყველა ახალი ამბავი
0