https://sputnik-georgia.com/20230719/-----------279759018.html
უზბეკეთი საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას აპირებს - მემორანდუმი
უზბეკეთი საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას აპირებს - მემორანდუმი
Sputnik საქართველო
დოკუმენტს ხელი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერა. 19.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-19T19:00+0400
2023-07-19T19:00+0400
2023-07-19T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279728673_0:40:1600:940_1920x0_80_0_0_cb57de1a8fd6d4b81cedab9fe7c36c13.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უზბეკეთი აპირებს საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას, ასევე ერთობლივი ძალისხმევით საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას და ინოვაციების დანერგვას სატრანსპორტო სექტორში, განაცხადეს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში.ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მახკამოვმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.დოკუმენტს ხელი მოეწერა 17-18 ივლისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს, აღნიშნავენ უწყებაში.„მემორანდუმი მოიცავს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში საზღვაო ტერმინალების/საწყობების მშენებლობას/გრძელვადიან იჯარას, თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას, ასევე ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სფეროში ინოვაციების ერთობლივ კვლევას და გამოყენებას“, – ნათქვამია ტრანსპორტის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე.უწყების ცნობით, 2022 წელს ფოთისა და ბათუმის პორტებით უზბეკეთის ექსპორტ-იმპორტის გადაზიდვების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 1,72-ჯერ გაიზარდა და 864 ათასი ტონა შეადგინა.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279728673_86:0:1509:1067_1920x0_80_0_0_ac47383821a8ab4eb7c0930fa0e32703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, უზბეკეთი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, უზბეკეთი
უზბეკეთი საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას აპირებს - მემორანდუმი
19:00 19.07.2023 (განახლებულია: 22:47 19.07.2023) დოკუმენტს ხელი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერა.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უზბეკეთი აპირებს საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას, ასევე ერთობლივი ძალისხმევით საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას და ინოვაციების დანერგვას სატრანსპორტო სექტორში, განაცხადეს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მახკამოვმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.
დოკუმენტს ხელი მოეწერა 17-18 ივლისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს, აღნიშნავენ უწყებაში.
„მემორანდუმი მოიცავს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში საზღვაო ტერმინალების/საწყობების მშენებლობას/გრძელვადიან იჯარას, თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას, ასევე ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სფეროში ინოვაციების ერთობლივ კვლევას და გამოყენებას“, – ნათქვამია ტრანსპორტის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე.
უწყების ცნობით, 2022 წელს ფოთისა და ბათუმის პორტებით უზბეკეთის ექსპორტ-იმპორტის გადაზიდვების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 1,72-ჯერ გაიზარდა და 864 ათასი ტონა შეადგინა.