https://sputnik-georgia.com/20230718/evropas-rekordulad-zlieri-sicxeebielodeba-279667570.html
იტალიიდან საბერძნეთამდე: ევროპას ექსტრემალური სიცხეები ემუქრება
იტალიიდან საბერძნეთამდე: ევროპას ექსტრემალური სიცხეები ემუქრება
Sputnik საქართველო
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, 19 ივლისს იტალიაში სიცხე 50 გრადუსს მიაღწევს
2023-07-18T13:36+0400
2023-07-18T13:36+0400
2023-08-21T12:05+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ევროპა
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265413352_0:126:1441:936_1920x0_80_0_0_619c2ed680d56531ec0b50766b0a7b38.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საჰარის უდაბნოდან ევროპისკენ დაძრული ანტიციკლონი „ქარონი“ იტალიიდან საბერძნეთამდე ტერიტორიას რეკორდული სიცხეებით ემუქრება, იუწყება Bloomberg მეტეოროლოგიურ სამსახურებზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, სიცხე, რომელმაც უკვე მოიცვა ხმელთაშუა ზღვა, კიდევ მეტად გაძლიერდება და უკვე 19 ივლისისთვის შესაძლოა იტალიის კუნძულ სარდინიაზე 50 გრადუსს მიაღწიოს.აღინიშნება, რომ ამ დროისათვის ანომალიური სიცხეები შეინიშნება ათენში (საბერძნეთი), რომსა (იტალია) და მადრიდში (ესპანეთი).სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები უკვე აფრთხილებენ მოსახლეობას სიცხის გამო სავარაუდო ხანძრებისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტურუქტურის შეფერხებების თაობაზე.ათენის შემოგარენში უკვე დაიწვა რამდენიმე სახლი, ხოლო კანარის კუნძულ პალმაზე ბუნებრივი ხანძრები დაიწყო. ამის გამო კუნძულიდან 4 ათასი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.მანამდე ჰაერის რეკორდული ტემპერატურა ევროპაში ორი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც იტალიის კუნძულ სიცილიაზე სიცხემ 48,8°C-ს მიაღწია.როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია პროგნოზირებს, ექსტრემალური ამინდები შესაძლოა ახალ ნორმად ჩამოყალიბდეს.წყარო: Bloomberg
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265413352_0:0:1277:958_1920x0_80_0_0_6e871e2ca9aea71e14fcf70d2d5b568c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანომალიური სიცხე იტალია საბერძნეთი ევროპა
ანომალიური სიცხე იტალია საბერძნეთი ევროპა
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საჰარის უდაბნოდან ევროპისკენ დაძრული ანტიციკლონი „ქარონი“ იტალიიდან საბერძნეთამდე ტერიტორიას რეკორდული სიცხეებით ემუქრება, იუწყება Bloomberg მეტეოროლოგიურ სამსახურებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სიცხე, რომელმაც უკვე მოიცვა ხმელთაშუა ზღვა, კიდევ მეტად გაძლიერდება და უკვე 19 ივლისისთვის შესაძლოა იტალიის კუნძულ სარდინიაზე 50 გრადუსს მიაღწიოს.
აღინიშნება, რომ ამ დროისათვის ანომალიური სიცხეები შეინიშნება ათენში (საბერძნეთი), რომსა (იტალია) და მადრიდში (ესპანეთი).
სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები უკვე აფრთხილებენ მოსახლეობას სიცხის გამო სავარაუდო ხანძრებისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტურუქტურის შეფერხებების თაობაზე.
ათენის შემოგარენში უკვე დაიწვა რამდენიმე სახლი, ხოლო კანარის კუნძულ პალმაზე ბუნებრივი ხანძრები დაიწყო. ამის გამო კუნძულიდან 4 ათასი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.
მანამდე ჰაერის რეკორდული ტემპერატურა ევროპაში ორი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც იტალიის კუნძულ სიცილიაზე სიცხემ 48,8°C-ს მიაღწია.
როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია პროგნოზირებს, ექსტრემალური ამინდები შესაძლოა ახალ ნორმად ჩამოყალიბდეს.