https://sputnik-georgia.com/20230718/britaneti-rusetis-braldebebs-uaryofs-279650257.html
კომენტარს აღარ გავაკეთებთ: ბრიტანეთი რუსეთის ბრალდებებს უარყოფს
კომენტარს აღარ გავაკეთებთ: ბრიტანეთი რუსეთის ბრალდებებს უარყოფს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, თითქოს ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, იუწყება... 18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T09:33+0400
2023-07-18T09:33+0400
2023-07-18T16:07+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_bdb69c5855342492e809f90b4553b21c.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, თითქოს ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, იუწყება სააგენტო Reuters.სააგენტოს ცნობით, მანამდე გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ „ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“ განაცხადა, რომ ხიდზე თავდასხმაში, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი დაშავდა, შესაძლოა ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.მისი თქმით, იმაზე, რომ შეტევაში ბრიტანული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, „ძალიან ბევრი რამ მიუთითებს“.რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდს დრონებმა ორშაბათის დილით შეუტიეს. დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი, რის გამოც მასზე მოძრაობა დროებით შეწყდა. რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.წყარო: Reuters
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267681464_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ddbf836aeaa795b4e9be37abddffad4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, დიდი ბრიტანეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთი
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, თითქოს ყირიმის ხიდზე თავდასხმაში ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, იუწყება სააგენტო Reuters.
„ეს არის უსაფუძვლო სპეკულაცია რუსეთის მხრიდან და ამაზე შემდგომ კომენტარებს აღარ გავაკეთებთ“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
სააგენტოს ცნობით, მანამდე გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ „ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე“ განაცხადა, რომ ხიდზე თავდასხმაში, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი არასრულწლოვანი დაშავდა, შესაძლოა ბრიტანეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
მისი თქმით, იმაზე, რომ შეტევაში ბრიტანული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, „ძალიან ბევრი რამ მიუთითებს“.
რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდს დრონებმა ორშაბათის დილით შეუტიეს. დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი, რის გამოც მასზე მოძრაობა დროებით შეწყდა. რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.