https://sputnik-georgia.com/20230718/armocenilia-6-qimiuri-koqteili-romlebic-organizms-ert-kvirasi-aaxalgazrdavebs-279685151.html
აღმოჩენილია ექვსი ქიმიური „კოქტეილი“, რომლებიც მთელ ორგანიზმს ერთ კვირაში აახალგაზრდავებს
აღმოჩენილია ექვსი ქიმიური „კოქტეილი“, რომლებიც მთელ ორგანიზმს ერთ კვირაში აახალგაზრდავებს
Sputnik საქართველო
18.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-18T18:00+0400
2023-07-18T18:00+0400
2023-08-03T17:39+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279684929_0:1014:2048:2166_1920x0_80_0_0_ea64be4ab15d6fb7b81e8566d9c2fc75.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა პირველი ქიმიური მეთოდი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს აახალგაზრდავებს, რაც მანამდე მხოლოდ მძლავრი გენური თერაპიით იყო შესაძლებელი.ნოვატორული კვლევა სათაურით „ქიმიურად ინდუცირებული რეპროგრამირება უჯრედული დაბერების უკუსაქცევად“ ჟურნალ Aging-შია გამოქვეყნებული.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა ექვსი ქიმიური „კოქტეილი“ აღმოაჩინეს, რომლებიც „ახალგაზრდობის აბებს“ შეიძლება დაედოს საფუძვლად.კვლევის ავტორები მუშაობისას იაპონელი მეცნიერის სინა იამანაკას აღმოჩენას ეყრდნობოდნენ, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო „იამანაკის ფაქტორების“ მიგნებისთვის. ეს არის გენები, რომელთა გააქტიურებაც თითქმის ნებისმიერი ზრდასრული უჯრედის ღეროვან უჯრედად გადაქცევის საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ისინი ახალგაზრდავდება.იამანაკა იყო პირველი, ვინც ეს ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები მიიღო. ამის შემდეგ მეცნიერების წინაშე წამოიჭრა ახალი ამოცანა — შესაძლებელია თუ არა უჯრედების ისე გაახალგაზრდავება, რომ ისინი ავთვისებიანად არ გარდაიქმნას.ახალი კვლევის მიზანი იმ მოლეკულების მოძიება იყო, რომლებიც ზემოხსენებული ამოცანის შესრულებას შეძლებდნენ. ამისათვის მეცნიერებმა შეიმუშავეს მაღალი გამტარუნარიანობის უჯრედული მეთოდები, რომლებსაც ახალგაზრდა უჯრედების ამოცნობა და მათი ძველი, დაბერებული უჯრედებისგან განსხვავება შეუძლიათ.როგორც აღინიშნება, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების ადრინდელმა ცალკეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლაბორატორიულ თაგვებსა და მაიმუნებს იამანაკას სპეციფიკური ფაქტორების შეყვანის შემდეგ უუმჯობესდებოდათ მხედველობა და უხანგრძლივდებოდათ სიცოცხლე. ექსპერტების შეფასებით, სიბერის უკუქცევისთვის გენური თერაპიის ქიმიური ალტერნატივის აღმოჩენა ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა: ის მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და რეგენერაციული მედიცინის განვითარების საშუალებას იძლევა. ეს კი უამრავი ასაკობრივი დაავადების განკურნებასა და ტრავმების შემდეგ ეფექტურ აღდგენა ხდის შესაძლებელს.კვლევის ავტორების თქმით, ეს ყველაფერი მალე „ერთი აბით“ მოხერხდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/12/279684929_0:822:2048:2358_1920x0_80_0_0_4508d043f9f1b6c57b47256b827c1ce2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ეს საინტერესოა
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ეს საინტერესოა
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა პირველი ქიმიური მეთოდი, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს აახალგაზრდავებს, რაც მანამდე მხოლოდ მძლავრი გენური თერაპიით იყო შესაძლებელი.
ნოვატორული კვლევა სათაურით „ქიმიურად ინდუცირებული რეპროგრამირება უჯრედული დაბერების უკუსაქცევად“ ჟურნალ
Aging-შია გამოქვეყნებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა ექვსი ქიმიური „კოქტეილი“ აღმოაჩინეს, რომლებიც „ახალგაზრდობის აბებს“ შეიძლება დაედოს საფუძვლად.
კვლევის ავტორები მუშაობისას იაპონელი მეცნიერის სინა იამანაკას აღმოჩენას ეყრდნობოდნენ, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო „იამანაკის ფაქტორების“ მიგნებისთვის. ეს არის გენები, რომელთა გააქტიურებაც თითქმის ნებისმიერი ზრდასრული უჯრედის ღეროვან უჯრედად გადაქცევის საშუალებას იძლევა, რის შედეგადაც ისინი ახალგაზრდავდება.
იამანაკა იყო პირველი, ვინც ეს ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები მიიღო. ამის შემდეგ მეცნიერების წინაშე წამოიჭრა ახალი ამოცანა — შესაძლებელია თუ არა უჯრედების ისე გაახალგაზრდავება, რომ ისინი ავთვისებიანად არ გარდაიქმნას.
ახალი კვლევის მიზანი იმ მოლეკულების მოძიება იყო, რომლებიც ზემოხსენებული ამოცანის შესრულებას შეძლებდნენ. ამისათვის მეცნიერებმა შეიმუშავეს მაღალი გამტარუნარიანობის უჯრედული მეთოდები, რომლებსაც ახალგაზრდა უჯრედების ამოცნობა და მათი ძველი, დაბერებული უჯრედებისგან განსხვავება შეუძლიათ.
შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა მიიღო ექვსი ქიმიური „კოქტეილი“, რომელსაც უჯრედების ფუნქციების აღდგენა, მთელი გენომის რნმ-ის მოლეკულების პროფილების გაახალგაზრდავება და უჯრედების დაბერების შეჩერება ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლია.
როგორც აღინიშნება, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის წევრების ადრინდელმა ცალკეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლაბორატორიულ თაგვებსა და მაიმუნებს იამანაკას სპეციფიკური ფაქტორების შეყვანის შემდეგ უუმჯობესდებოდათ მხედველობა და უხანგრძლივდებოდათ სიცოცხლე.
„ბოლო დრომდე საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, დაბერების შენელება იყო. ახალი აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ახლა სიბერის უკუქცევაც შეგვიძლია. ადრე ეს პროცესი გენურ თერაპიას საჭიროებდა, რაც მის ფართო გამოყენებას ზღუდავდა“, — აცხადებს ჰარვარდის პროფესორი დევიდ სინკლერი.
ექსპერტების შეფასებით, სიბერის უკუქცევისთვის გენური თერაპიის ქიმიური ალტერნატივის აღმოჩენა ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა: ის მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და რეგენერაციული მედიცინის განვითარების საშუალებას იძლევა. ეს კი უამრავი ასაკობრივი დაავადების განკურნებასა და ტრავმების შემდეგ ეფექტურ აღდგენა ხდის შესაძლებელს.
კვლევის ავტორების თქმით, ეს ყველაფერი მალე „ერთი აბით“ მოხერხდება.