საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
2022 წელთან შედარებით საქართველოდან მოცვის ექსპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოდან მოცვის ექსპორტი 136,9%-ით გაიზარდა და თანხამ 17,3 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 2,9 ათასი ტონა მოცვი, რაც 139,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.678 ტონით (2,4-ჯერ), ხოლო ღირებულება 10,0 მლნ აშშ დოლარით (2,4-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (2,7 ათასი ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (39,7 ტონა), პოლონეთში (37 ტონა), ნიდერლანდში (24,5 ტონა), სომხეთში (20,9 ტონა), გერმანიაში (11,1 ტონა), კატარში (5,7 ტონა), ქუვეითში (4,3 ტონა), საუდის არაბეთში (3,9 ტონა), ბაჰრეინში (2,7 ტონა). კიდევ 3 ტონა გავიდა სხვა ქვეყნებში.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
ყველა ახალი ამბავი
0