პანცანელას რეცეპტი: იტალიური საზაფხულო სალათი, რომელიც არ გაგასუქებთ

CC BY-SA 2.0 / Flickr/stu_spivack / Panzanellaსალათი პანცანელა
სალათი პანცანელა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
ტოსკანაში განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ სალათს სახელწოდებით პანცანელა, რომელსაც, თურმე, მე-16 საუკუნიდან იცნობენ.
კერძოდ, ფლორენციელი მხატვარი და პოეტი ბრონზინო ლექსებში ახსენებს სალათს, რომელიც მაშინ პომიდვრის გარეშე მზადდებოდა. დროთა განმავლობაში კერძმა არაერთხელ იცვალა სახე და ახლა ბევრი სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს.
ჩვენ ქვემოთ წიგნ Culinaria Italy-ში მოყვანილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალიან მოგეწონებათ.
მით უმეტეს, რომ პანცანელას კვებითი ღირებულება არც ისე მაღალია და წონაშიც არ მოგამატებინებთ.
100 გრამ პანცანელაზე მოდის:
კალორიულობა — 166 კკალორია;
ცილები — 1,6 გრამი;
ცხიმები — 13,4 გრამი;
ნახშირწყლები — 9,7 გრამი.

ინგრედიენტები

ოთხი ულუფა პანცანელასთვის დაგჭირდებათ:
გამხმარი თეთრი პური — 500 გ;
წყალი — დაახლოებით ერთი ჭიქა;
მწიფე პომიდორი — 5 ცალი;
წითელი ხახვი — 1 თავი;
კიტრი — 1 ცალი;
რეჰანი — 1 კონა;
ზეითუნის ზეთი — 3-4 სუფრის კოვზი;
წითელი ღვინის ძმარი — 1-2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

ორიგინალური რეცეპტის მიხედვით, პანცანელასთვის ტოსკანური პურია საჭირო, მაგრამ ვინაიდან ის ჩვენში არ იყიდება, შეგიძლიათ ჩვეულებრივი თეთრი გამხმარი პური გამოიყენოთ.
პანცანელას კიდევ ერთი ვიდეორეცეპტი
დაჭერით პური თხელ ნაჭრებად, ჩაალაგეთ ჭურჭელში, მოასხით ცივი წყალი და დააყარეთ ცოტა მარილი;
როდესაც პური წყალს შეიწოვს, გაწურეთ და გადაიტანეთ სასალათეში;
დაჭერით პომიდორი შედარებით მსხვილ ნაჭრებად, კიტრი – უფრო მცირე ნაჭრებად, ხოლო ხახვი საკმაოდ წვრილ ნახევარ-რგოლებად;
დაფლითეთ რეჰანის ფოთლები უხეშად;
დაჭრილი ბოსტნეული დაამატეთ სასალათეში მოთავსებულ პურს;
მოასხით ამ ყველაფერს ზეითუნის ზეთი და შეანელეთ მარილითა და პილპილით;
მოურიეთ და თუ მაშინვე არ აპირებთ მირთმევას, შედგით მაცივარში;
გამოიღეთ მაცივრიდან როცა მოგინდებათ, მოასხით ძმარი უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ და კიდევ ერთხელ ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0