https://sputnik-georgia.com/20230717/-15---------279632928.html
წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე - კახა კალაძის კომენტარი
წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე - კახა კალაძის კომენტარი
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ტრაგედიის ფონზე ხელი არ შეუწყონ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T16:39+0400
2023-07-17T16:39+0400
2023-08-21T11:44+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017264_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_98c267991efdb767272fbb57b8309fe3.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ადგილზე ატარებდა, ტრაგედიასთან არანაირ კავშირში არ არის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.უბედური შემთხვევა წყნეთში 10 ივლისს მოხდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკვერში ელექტროსადენს შეეხო, რომელიც გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში კუსტარულად იყო გადაყვანილი. ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.მისი თქმით, ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება.წყნეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.მანამდე კალაძემ მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ტრაგედიის ფონზე ხელი არ შეუწყონ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278017264_74:0:1497:1067_1920x0_80_0_0_02126c4ddaf2f06ca91082068908c1da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე - კახა კალაძის კომენტარი
16:39 17.07.2023 (განახლებულია: 11:44 21.08.2023) დედაქალაქის მერმა მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ტრაგედიის ფონზე ხელი არ შეუწყონ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ადგილზე ატარებდა, ტრაგედიასთან არანაირ კავშირში არ არის, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
უბედური შემთხვევა წყნეთში 10 ივლისს მოხდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკვერში ელექტროსადენს შეეხო, რომელიც გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში კუსტარულად იყო გადაყვანილი. ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
„რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები შაბათს დაიწყო. კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება.
„კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წყნეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მანამდე კალაძემ მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ტრაგედიის ფონზე ხელი არ შეუწყონ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.