ომარ მხეიძე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი).
1954 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. არის კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო და წოდება, მათ შორის:
„წლის ადამიანი" (გაზეთი „რაეო", 2005 წელი)
„ქართული კულტურის რაინდი“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013)
„საუკუნის მოცეკვავე“ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014)
„ქართული კულტურის ამაგდარი“ (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015 წელი)
„საქართველოს დამსახურებული მოცეკვავე“ (2016 წელი)
საპატიო სიგელის „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, 2014)
თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.
2011 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ომარ მხეიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0